ილია თოფურია დინამო არენაზე! ინფორმაციას Setanta Sports-ი ავრცელებს. შესაბამისად, ბოლო დაბრკოლებები და კითხვის ნიშნები მოხსნილია. შესაბამისად, საქართველო vs ლუქსემბურგი მატჩის დაწყებამდე UFC-ის ქართველ ჩემპიონს მინდორზე ვნახავთ.
ვილი სანიოლის პრესკონფერენციაზე, როგორც ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა, ფედერაცია UEFA-სგან დასტურის მოლოდინში იყო. ახლა კი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგანაც თანხმობაა.
საქართველო vs ლუქსემბურგი 21 მარტს, დინამო არენაზე, 21:00 საათიდან დაიწყება. წყვილში გამარჯვებული კი ფლეი ოფის ფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის გამარჯვებულს შეხვდება.