ილია თოფურია სანტიაგო ბერნაბეუზე – ქართველმა ესპანეთის დედაქალაქში UFC-ის ქამარი წარადგინა. როგორც დაანონსებული იყო, UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მადრიდის რეალისა და სევილიას მატჩი გახსნა.
ესპანეთის დედაქალაქში 80 000-ზე მეტი ადამიანი ილიას თოფურიას რამდენიმე წუთის განმავლობაში ტაშს უკრავდა. სანტიაგო ბერნაბეუზე რეალი vs სევილიას მატჩის დაწყებამდე მინდორსა და მთელ სტადიონზე ათობით ვარსკლავი იყო, თუმცა მთავარი ყურადღება ქართველმა დაიმსახურა.
“დღეს, სანტიაგო ბერნაბეუს განსაკუთრებული სტუმარი ჰყავს”, – წერდა დღის განმავლობაში მადრიდის რეალი ოფიციალური გვერდი სხვადასხვა სოციალურ ქსელში. ესპანურ მედიაში იმედოვნებენ, რომ მოკლე დროში, UFC ესპანეთს იხილავენ და თანაც თოფურიას მეტოქე კონორ მაკგრეგორი იქნება.
ილია თოფურია ბერნაბეუზე – ვიდეო
“დიდი პატივია, გიმასპინძლოთ UFC-ის ჩემპიონო!” – იყო სანტიაგო ბერნაბეუს დიქტორის სიტყვები, როდესაც სამეფო კლუბის სტადიონის მინდორზე შეაბიჯა ილია თოფურიამ.
შემდეგ UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ქამარი მთავარ მსაჯ, დიას დე მერას გადასცა, ბურთი თამაშში შეიყვანა და VIP ლოჟისკენ გადაინცვლა.
გზად სერხიო რამოსს, ნაჩოს, ვინისიუსსა და ლუკას ვასკესს გადაეხვია. შემდეგ კი ტრიბუნაზე ფლორენტინო პერესის სიახლოვეს დაიკავა ადგილი.
როგორც ესპანური მედია წერს, თოფურიამ და პერესმა გარკვეულ ხანს ისაუბრეს. დიალოგის სავარაუდო თემა კი UFC-ის პოტენციური ივენთია, რომელსაც ესპანეთი მოუთმენლად ელოდება.
ილია თოფურია vs ალექსანდრ ვოლკანოვსკი UFC 298
ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.
იმავე ივენთზე, UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეჰუდო დაამარცხა და შონ ო’მალისთან საჩემპიონო ორთაბრძოლას მიიღეს.
ნახეთ მერაბ დვალიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან.
ილია თოფურია – ასტონ მარტინი საჩუქრად
ასევე, ორიოდ დღის წინ თოფურიამ სოლიდური საჩუქარი მიიღო ასტონ მარტინისგან. ავტო-კონცერნის მადრიდის ცენტრმა UFC-ის ქართველ მებრძოლს 2024 წლის Aston Martin DB12 აჩუქა.
პრომოკოდი NEWS24
პრომოკოდის NEWS24 გამოყენების შემთხვევაში setantasports.com-ზე, თვიურ გამოწერაზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
ამისთვის, კი რეგისტრაციისას, ან გამოწერის განახლებისას, საჭიროა, სწორედ NEWS24 გამოიყენოთ.