სარჩევი
მერაბ დვალიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ | Setanta Sports
2024 თებ 23, 21:42 შშ
2 წუთის საკითხავი

დვალიშვილის ინტერვიუ – ამ სტატიაში, setantasports.com-თან მერაბ დვალიშვილის ექკლუზიურ ინტერვიუს შემოგთავაზებთ. UFC 298-ზე ჰენრი სეჰუდოს დამარცხების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა სატიტულო ორთაბრძოლაზე ყოველგვარი კითხვის ნიშანი გააქრო.

მომდევნო გაჩერება შონ ო’მალია. შონ ო’მანის, როგორც მას მერაბი უწოდებს, დამარცხების შემთხვევაში საქართველოს UFC-ში მეორე ჩემპიონი ეყოლება.

Setanta Sports-დან მერაბ დვალიშვილს, MMA-ის კომენტატორი მინდია წიკლაური გაესაუბრა. ვრცელი ინტერვიუდან მხოლოდ მცირე ნაწილს შემოგთავაზებთ.

“მადლობა მოლოცვისთვის, უკვე დავუბრუნდი ვარჯიშებს, რადგან ახალი გამოწვევა მელოდება. ისევ ძველებური შემართებით ვემზადები.

7-8 წლის წინ არც წარმომედგინა, რომ UFC-ში შეიძლებოდა მოვხვედრილიყავი და საემიგრაციო საბუთები მომეწესრიგებინა. წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც მშენებლობაზე ვმუშაობდი. თუმცა მაგ პერიოდმა მოთმინების ძალა მასწავლა.

ჰენრი სეჰუდოს პატივს ვცემ. ამ ბრძოლის მომზადების პერიოდში ყველაფერი ჩავდე. ახლა კი მომდევნო ბრძოლისთვის მზად ვარ.

მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, ჩვენს ემიგრანტებს. როდესაც სოციალურ მედიაში შევდივარ, ყველგან ილიას და ჩემი გამარჯვევების შესახებ პოსტი მხვდება.

ილიამ ისტორია დაწერა. მან საჩემპიონო ორთაბრძოლა მოიგო, მე კი – სარეიტინგო. ილიას ნებისმიერი გამარჯვება ჩემზე მეტადაც კი შეიძლება გამიხარდეს. ჩვენ ერთმანეთს ცხადია კონკურენციას არ ვუწევთ”.

მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ სრულად, Setanta Sports UFC-ის იუთუბ არხზე იხილავთ.

UFC 299 პირდაპირ ეთერში setantasports.com-ზე

მომდევნო ივენთი UFC 299 იქნება. მისი პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა კი ექსკლუზიურად setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.

UFC 299-ზე რამდენიმე გამორჩეული და დაბალანსებული წყვილი იქნება. შონ ო’მალი ჩიტო ვერას დაუპირისპირდება. დასტინ პორიე ბენუა სენ დენის შეხვდება, ხოლო კევინ ჰოლანდი მაიკლ პეიჯის პირისპირ დადგება.

UFC 299-ზე ძირითადი ბრძოლები საქართველოს დროით, 10 მარტს, დილის 07:00 საათიდან დაიწყება.

პრომოკოდი NEWS24

პრომოკოდის NEWS24 გამოყენების შემთხვევაში setantasports.com-ზე, თვიურ გამოწერაზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ამისთვის, კი რეგისტრაციისას, ან გამოწერის განახლებისას, საჭიროა, სწორედ NEWS24 გამოიყენოთ.