RKENA 3-ზე მედია აკრედიტაციების მიღება დაიწყო. 12 მაისის ჩათვლით, აკრედიტაციების განაცხადის შევსება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს, მითითებულ ბმულზე შეეძლებათ.
აკრედიტაციის პროცესის მნიშვნელოვანი დეტალები:
- მედია ზონაში ადგილები მკაცრად შეზღუდულია.
- შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებს ვურჩევთ, განაცხადი მაქსიმალურად დროულად შეავსონ.
- მედია ზონაში მხოლოდ წინასწარ აკრედიტებული ჟურნალისტები დაიშვებიან.
- ვიდეო და ფოტო გადაღება დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ ზონებში.
- სპორტსმენებთან ან ოფიციალურ პირებთან ინტერვიუების ჩაწერას კოორდინირებას გაუწევს RKENA-ს მედია გუნდი.
- ღონისძიების შემდგომ პრესკონფერენციაზე დასწრება მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა.
რკენა – ახალი სიტყვა ქართულ და რეგიონულ MMA-ში
RKENA შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალი ორგანიზაციაა, რომელიც 2025 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მხარდამჭერი Setanta Sports-ია.
RKENA-ს მისია, საქართველოსა და მთელ რეგიონში, MMA-ის კიდევ უფრო პოპულარიზაციასთან ერთად მისი, როგორც კულტურის განვითარებაა.
მედია საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე, შეგიძლიათ მიმართოთ მედია გუნდს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
