სარჩევი
Setanta Sports-ი FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში მაუწყებლობის უფლებას აანონსებს | Setanta Sports

Setanta Sports-ი FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში მაუწყებლობის უფლებას აანონსებს

Setanta Sports-მა საქართველოში FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაუწყებლობის უფლებები მოიპოვა და ტურნირის ყველა მატჩის რეპორტაჟს, მაყურებელს 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, სატელევიზიო არხებსა და OTT პლატფორმა setantasports.com-ზე შესთავაზებს.

OTT პლატფორმაზე ტურნირის ყველა თამაში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ამისთვის მომხმარებლებს მხოლოდ მარტივი რეგისტრაცია დასჭირდებათ.

setantasports.com-ზე მატჩების უფასო ტრანსლირების შესახებ გადაწყვეტილება განპირობებულია კომპანიის სურვილით, გაზარდოს წვდომა მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე და კიდევ უფრო დაუახლოვოს ის გულშემატკივრებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

FIFA-სთან ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში, Setanta Sports-ი გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ტრანსლაციას, რაც მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. მუნდიალის განსაკუთრებულ გამოცდილებას კიდევ უფრო გაამდიდრებს Setanta Sports-ის ახალი თაობის კომენტატორთა გუნდი.

“ეს ტურნირი მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გამაერთიანებელი ღონისძიებაა, ჩვენთვის კი საამაყო და სასიხარულოა, ვიყოთ ასეთი სპორტული დღესასწაულის ნაწილი. Setanta Sports-ი ამ დიდი ნაბიჯით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სპორტული მედიის ინდუსტრიაში წამყვანი აქტორია. ამასთან, თითოეული მატჩის რეპორტაჟს გამორჩეულ კომენტატორთა გუნდი გაუძღვება. Ამ მასშტაბის ტურნირის ტრანსლირება, ჩვენთვის უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. შესაბამისად, მოუთმენლად ველით, როგორც ერთგულ მაყურებელთან, ასევე ახალ აუდიტორიასთან შეხვედრას, მით უმეტეს, რომ სრული პაკეტი უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი setantasports.com-ზე.“ – ამბობს Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი ბაჩა მალაზონია.

Setanta Sports-ი გულშემატკივრისთვის ცნობილია ელიტური საკლუბო ჩემპიონატებისა და პრემიუმ კლასის გლობალური სპორტული მოვლენების ტრანსლირებით, მსოფლიო ჩემპიონატი კი კომპანიის პორტფოლიოს კიდევ უფრო აფართოებს – ისტორიული 48-გუნდიანი მუნდიალი პირველად იქნება წარმოდგენილი.

მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს აიღებს სტარტს, გახსნითი მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

Setanta Sports-ი ყველა გულშემატკივარს გილოცავთ მსოფლიო 2026-ის მოახლოვებას და გიწვევთ, ერთად გავხდეთ ამ გლობალური საფეხბურთო ზეიმის მონაწილე. მით უმეტეს, რომ ჩვენს მაყურებელს საშუალება ექნება სრულიად უფასოდ მატჩების რეპორტაჟებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი მოწყობილობიდან, შეუფერხებლად ადევნოს თვალი.

Setanta Sports-ის შესახებ

Setanta Sports-ი ციფრული და საკაბელო პლატფორმების მეშვეობით ევროპისა და აზიის 14 ქვეყანაში მაუწყებლობს. კომპანია გთავაზობთ პრემიუმ სპორტულ კონტენტს და უზრუნველყოფს წვდომას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებზე, მათ შორისაა: უეფას ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის პრემიერლიგა, ესპანური ლა ლიგა, იტალიის სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, UFC, NBA, ფორმულა 1 და ბევრი სხვა. და ახლა უკვე ამ სამყაროს უდიდესი სპორტული მოვლენაც – მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში.