სარჩევი
Rkena Hosting PFL-ის მედია აკრედიტაციების მიღება დაიწყო | Setanta Sports

Rkena Hosting PFL-ის მედია აკრედიტაციების მიღება დაიწყო. 14 ოქტომბრის ჩათვლით, აკრედიტაციების განაცხადის შევსება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს, მითითებულ ბმულზე შეეძლებათ. 

აკრედიტაციის ფორმა 

აკრედიტაციის პროცესის მნიშვნელოვანი დეტალები: 

  • მედია ზონაში ადგილები მკაცრად შეზღუდულია. 
  • შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებს ვურჩევთ, განაცხადი მაქსიმალურად დროულად შეავსონ. 
  • მედია ზონაში დაშვება მოხდება მხოლოდ  წინასწარ აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის. 
  • ვიდეო და ფოტო გადაღება დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ ზონებში. 
  • სპორტსმენებთან ან ოფიციალურ პირებთან ინტერვიუების ჩაწერას კოორდინირებას გაუწევს RKENA-ს მედია გუნდი. 
  • ღონისძიების შემდგომ პრესკონფერენციაზე დასწრება მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა. 

შეგახსენებთ, რომ RKENA შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციაა, რომელიც 2025 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მხარდამჭერი Setanta Sports-ია. 

2026 წლის 17 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში RKENA-სა და PFL-ის ერთობლივი ღონისძიება გაიმართება.  

მსგავსი სახის თანამშრომლობა უპრეცედენტოა და რეგიონული MMA-სა და ზოგადად სპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.  

ღონისძიების ფარგლებში PFL-ის საერთაშორისო მებრძოლები საქართველოში ჩამოვლენ და RKENA-ს ათლეტებს 6 VS 6 ფორმატში დაუპირისპირდებიან.  

17 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში 15 ბრძოლა გაიმართება. 

მედია საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე, შეგიძლიათ მიმართოთ მედია გუნდს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]