თოფურია ჩემპიონია, დვალიშვილი საჩემპიონოს იბრძოლებს

თოფურია ჩემპიონია, დვალიშვილი საჩემპიონოს იბრძოლებს | Setanta Sports

ისტორიული დღე UFC 298-ზე. ქართული MMA-ის ისტორიაში ილია თოფურია პირველი ჩემპიონია. მერაბ დვალიშვილი კი მომდევნო ბრძოლას ქამარზე ჩაატარებს.

თოფურიას გამარჯვების შემდეგ საქართველო გახდა მე-17 ქვეყანა, რომლის მინიმუმ 1 მებრძოლიც UFC-ის ჩემპიონია.

ილია თოფურია UFC-ის ჩემპიონია

MMA-ის ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურიაა. ქართველმა მებრძოლმა UFC 298-ის მეინ ივენთზე ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დააფინიშა.

თოფურიას რეკორდი MMA-ში 15 ბრძოლიდან 15 გამარჯვებაა. ვოლკანოვსკისთვის კი ეს კარიერაში მე-4 მარცხი იყო. ამ 4 მარცხიდან 2-ის ავტორმა ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიას გამარჯვება მიულოცა და ვოლკანოვსკიც გაამხნევა.

UFC 298 – თოფურია ვოლკანოვსკის ბრძოლა

თოფურია ვოლკანოვსკი პოსტ კომენტარები

ბრძოლის შემდეგ ილია თოფურიამ UFC-ის ესპანეთში ჩატარება ისურვა და კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.

“ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. შეიძლება, გითხრან, რომ არ შეგიძლია, ჩამოგწერონ, თუმცა იცით რა? – ერთადერთი ადამიანი ვინც გჭირდებათ, რათა წარმატებას მიაღწიოთ ეს თქვენი საკუთარი თავია.

გჯეროდეს საკუთარი თავის, იშრომე თავდაუზოგავად, გწამდეს და ყველაფერი გამოგივათ. შემომხედეთ! შემომხედეთ, სად ვარ.

კარგად ვიცი ჩემი შესაძლებლობები. ამისთვის დაუღალავად, მთელი ცხოვრება ვშრომობდი. უბრალოდ ყოველთვის მწამდა, რომ ერთ დღეს UFC-ის ჩემპიონი გავხდებოდი.

მეგობრებო, არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხართ, თუკი იცით – საით გაქვთ გეზი. წარსულზე მნიშვნელოვანი ის არის, რაც წინ, მომავალში გელით.

ვიცოდი, რომ ამ ბრძოლის მოსაგებად, ბევრი დარტყმა და კომბინაცია დამჭირდებოდა. ასეც მოვიქეცი.

დანა, ჰანთერ, დროა UFC ესპანეთშიც ჩავიტანოთ.

ასევე, კონორ მაკგრეგორ – თუკი კვერცხები ჯერ კიდევ შეგრჩა, იქ, ესპანეთში დაგელოდები.”

ილია თოფურია

მალევე კონორმა სოციალურ ქსელში ილიას კითხვა დადებითად უპასუხა. არგუმენტად კი ის მოიშველია, რომ 4 შვილი ჰყავს.

ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ MMA-ის ქართველი გულშემატკივრების გული მოიგო ალექსანდრ ვოლკანოვსკიმაც.

კითხვაზე – ნაადრევი ხომ არ იყო მისი დაბრუნება რინგზე მახაჩევთან ბრძოლის შემდეგ, ვოლკანოვსკიმ უპასუხა:

“ნუ ეცდებით ილიას გამარჯვების დისკრედიტირებას. ვინც არ უნდა იყო, ილიას ამ დარტყმას ვერ გაუძლებ.”

რამდენი გამოიმუშავა ილია თოფურიამ

UFC 298-ზე 6-ნიშნა რიცხვი სულ 13-მა მებრძოლმა გამოიუმუშავა. მათ შორის ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილიც არიან.

თოფურიამ UFC-ის საჩემპიონო ქამართან ერთად 350 000 $ მიიღო.

მერაბ დვალიშვილმა კი 210 000 $ გამოიმუშავა. აქედან ქართველმა მანქანამ 105 000 $ მოგების ბონუსის სახით მიიღო.

ივენთზე ყველაზე მეტი, მარცხის მიუხედავად, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მიიღო. ავსტრალიელმა 750 000 $ გამოიმუშავა.

თოფურია დვალიშვილი – რა ხდებოდა ფილარმონიასთან

მარტო მადრიდის რეალის, ვალენსიას ან და MMA-ის სხვა მებრძოლების გამოხმაურება რად ღირს, თუმცა ღია ცის ქვეშ, თებერვლის სუსხიან დილას საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, სულ სხვა შემართება იყო.

თოფურიას გამარჯვებას უდიდესი რეზონანსი ჰქონდა მთელ მსოფლიოში. თუმცა ის რაც თბილისში ხდებოდა, ალბათ ულაპარაკოდ პირველია. ფილარმონიასთან, დიდ ეკრანზე, setantasports.com-ის ლაივის საყურებლად რამდენიმე ასეული ადამიანი დილის საათებიდან შეიკრიბა.

ილია თოფურიას სრული ინტერვიუ setantasports.com-თან

UFC 298 – დვალიშვილმა სეჰუდო უშანსოდ დაამარცხა

მერაბ დვალიშვილს ბოლო პერიოდში, ვინც რუსულად დაელაპარაკა, ოქტაგონის საფარი ახლოდან შეისწავლა.

UFC-ის ორი ქამრის მფლობელმა ჰენრი სეჰუდომ, აწონვების შემდგომ, პირისპირ დგომისას, მერაბის პროვოცირება ოკუპანტების ენაზე საუბრით სცადა. რაც შემდეგ მოხდა, ყველამ setantasports.com-ის პირდაპირ ეთერში იხილა.

დვალიშვილმა სეჰუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (29-28, 29-28, 29-28) დაამარცხა.

დვალიშვილი ქამარზე იბრძოლებს

უცნობია, სად და როდის, თუმცა უკვე დადასტურებულად – მერაბ დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა ქამარზე იქნება.

დანა უაითისგან MMA-ის ქართველი გულშემატკივარი სწორედ ამ ამბის დადასტურებას ელოდა. ეს კი ორმაგად სასიამოვნოა მას შემდეგ, რაც დანა უაითის კეთილგანწყობა, მერაბისგან ალჯამეინ სტერლინგთან ბრძოლაზე უარის შემდეგ, თითქოს, სადღაც გაქრა.

Setanta Sports-ის საერთაშორისო ამბასადრორს, ბრძოლის მიმდინარეობისას Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი გულშემატკივრობდა.

დვალიშვილი სეჰუდო პოსტ კომენტარები

“დღეს, საქართველოსთვის ისტორიული მომენტია. ჩემი ქვეყანა ძალიან გახარებული და ამაყია”, – თქვა მედიასთან საუბარისას მერაბ დვალიშვილმა.

უშუალოდ ოქტაგონზევე გაკეთებული კომენტარისას კი ქართველმა მანქანამ შონ ომალისთან, დივიზიონის მოქმედ ჩემპიონთან ბრძოლა, იმ წამსვე მოითხოვა.

“ძალიან დიდი შრომა გავწიე და დღეს თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ. უბრალოდ ოქტაგონზე გავედი და გავერთე. გავერთე, ახლა კი აქ, თქვენ გვერდით ვარ.

ეს არ დამიგეგმავს. მე MMA-ს სრულყოფილი მებრძოლი ვარ და მომზადებისას, სპორტ-დარბაზში სხვადასხვა ტექნიკებს ვამუშავებდი. როგორც მანამდე ვთქვი, მე საკუთარ თავზე ვკონცენტრირდებოდი და არა ოლიმპიურ ჭიდაობაზე, ან რაიმე სპეციფიურ ჭიდაობასა თუ გრეპლინგზე. ცხადია ყველაფერზე ვმუშაობდი, მაგრამ არა კონკრეტულად ამ დარტყმებზე. გაუმართლა, რომ არ გავიდა.

რაღაც რჩევებს ნამდვილად მაძლევდა, თუმცა ეს უბრალოდ კარგი მუსიკასავით ჩამესმოდა, დაახლოებით ისე, როგორც ვარჯიშის, ან სირბილის დროს. დეტალები ნამდვილად არ მახსოვს, თუმცა იმ მომენტში რასაც მეუბნებოდა ძალიან მესიამოვნა.

ილონს თუ შეერკინება, მისი სეკუნდანტი თუ ვიქნები? რა თქმა უნდა. მის კუთხეში იმ შემთხვევაშიც ვიდგები, თუ ჩემს მწვრთნელს, ჯონ ვუდს დაუპირისპირდება. ბოდიში, ჯონ.”

მერაბ დვალიშვილი

თოფურია დვალიშვილი – ისტორიული UFC 298

ანაჰაიმში, ჰონდა ცენტრში ქართული MMA-ისთვის მართლაც ისტორიული დღე იყო. მომდევნო ქარდადმდე UFC-ის სტაჟიან ან ახალბედა მაყურებელს მოცდა დიდხანს არ მოუწევს.

UFC 299 უკვე 10 მარტს, გამთენიისას, ასევე setantasports.com-ის პირდაპირ ეთერში შეეძლება. მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილის კონკურენტი, შონ ო’მალი მარლონ ვერას წინააღმდეგ იბრძოლებს.

ასევე დამაინტრიგებელია, ილიას ძმის, ალექს თოფურიას პირველი ბრძოლა UFC-ში. უფროსმა თოფურიამ კონტრაქტს სულ ახლახანს მოაწერა ხელი.

პრომოკოდი NEWS24

მართალია, სპეციალურად UFC 298-ისთვის შექმნილი პრომოკოდ GEO40-ს ვადა ამოეწურა, თუმცა თქვენ კვლავ შეგიძლიათ მიიღოთ ფასდაკლება. 

ამ შემთხვევაში 30 %-იანი. ამისთვის საჭიროა, setantasports.com-ზე რეგისტრაციისას ან გამოწერის განახლებისას გამოიყენოთ პრომოკოდი NEWS24.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე