სარჩევი
მადლობა Setanta Sports-ის მაყურებელს მხარდაჭერისთვის - ილია თოფურია თბილისშია | Setanta Sports
2024 მარ 18, 20:32 შშ
2 წუთის საკითხავი

ილია თოფურია საქართველოშია. UFC-ის ქართველ ჩემპიონს გულშემატკივარმა, აეროპორტშივე ზღაპრული დახვედრა მოუწყო.

ილია თოფურია 21 მარტს, დინამო არენაზე საქართველო vs ლუქსემბურგი მატჩის წინ, UFC-ის საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება საგურამოს ბაზაზე კი დღეს დაიწყო.

ილია თოფურია თბილისშია – დახვედრა აეროპორტში

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილია თოფურიას ასობით გულშემატკივარი დახვდა. მიმდებარე ტერიტორიაზე, მცირე ხნით, მოძრაობა სრულად პარალიზებული იყო.

თოფურიას პირველი კომენტარი Setanta Sports-თან

– უდიდესი მადლობა Setanta Sports-ის ყველა მაყურებელს მხარდაჭერისთვი – ილი

– ილიაა, მადლობა, ძალიან გვიყვარხარ! – ქომაგები

– დიდ ეკრანზე ვუყურეთ, რამდენიმე ათასმა ადამიანმა, თქვენს ბრძოლას, ნახეთ? – მურთაზ ჩიქოვანი

– კი, ვნახე. რას ლაპარაკობ, როგორ არ ვნახე?! მინდა, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დილის 7 საათზე ადგა, ქუჩაში გამოვიდა, მხარი რომ დაეჭირა ჩემთვის! გულის სიღრმიდან ყველას დიდ მადლობას ვუხდი – ილია

– 2 წლის წინ, ინტერვიუში შემპირდი – ქამარს ჩამოიტანდი – მურთაზ ჩიქოვანი

– აი, აქ არის სადღაც. მოიცა, დაგანახო… აი, შეპირებული ჩამოვიტანე! – ილია

ილია თოფურიას შეხვედრა ოჯახთან

ილია თოფურიამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი UFC 298-ზე, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.