საქართველოს ნაკრების შეკრება დაიწყო – საქართველო ევროპაზე

საქართველოს ნაკრების შეკრება დაიწყო | Setanta Sports

საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება დაიწყო. ვილი სანიოლის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელთაგან 22 ადგილზეა, 4 კი გუნდს საღამომდე შეუერთდება.

ეროვნული ნაკრები შეკრებას საგურამოს ბაზაზე გაივლის. მიზანი ნათელი, ხოლო გადაწყვეტილება მართებულია. იყოს ნაკრები მოწყვეტილი ქალაქის აურ-ზაურს და იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ფეხბურთზე.

საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში საგურამოში ვიდეო

“ნაკრების საგურამოში, ქალაქგარეთ, სიმშვიდეში მოემზადება. მნიშვნელოვანია, ნაკრები მოწყვეტილი იყოს ქალაქს. იქ ფეხბურთელებს აქვთ სრული კომფორტი, იზრუნონ, იფიქრონ მხოლოდ თამაშზე.

ალექსანდრე იაშვილი

შეკრებისწინა პრესკონფერენციაზე ალექსანდრე იაშვილმა საგურამოში ნაკრების შეკრება სწორედ ასე ახსნა.

Geo Team-ის ფოტოები საგურამოს ბაზიდან

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ლუქსემბურგთან გასამართი ფლეიოფის ნახევარფინალისთვის, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე შემდეგი 26 ფეხბურთელი მოემზადება.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები: საბა კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი,

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა,

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.

ასევე ცნობილი ლუქსემბურგის ნაკრების შემადგენლობა, რომელიც თბილისში ჩამოვა.

საქართველო vs ლუქსემბურგი მატჩის დაწყებამდე დინამო არენაზე UFC-ის საჩემპიონო ქამარს ილია თოფურია წარადგენს.

ილია თოფურია უკვე საქართველოშია და პირველი კომენტარიც გააკეთა.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე