სარჩევი
ლუქსემბურგის ნაკრების შემადგენლობა საქართველო ევროპაზე | Setanta Sports
2024 მარ 14, 16:16 შშ
1 წუთის საკითხავი

ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლტცმა 21 მარტისთვის 25 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სიაში არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებენ, მაგრამ ჰოლტცს იმედი აქვს, რომ ფინალში შეძლებს მათ გამოყენებას.

ლუქსემბურგის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ანტონი მორისი (სენ-ჟილი), ტიაგო კარდოსო პერეირა (გლადბახი), რალფ შონი (ვილტცი)

მცველები: მაქსიმ შანო (აიაჩო), ელდინ ჯოგოვიჩი (მაგდებურგი), ლორენ იანსი (მანჰაიმი), სეიდ კორაჩი (ვოივოდინა), ენეს მაჰმუტოვიჩი (ცსკა სოფია), მარვინ მარტინში (აუსტრია), მიკა პინტო (ვიტესი), ვაჰიდ სელიმოვიჩი (ჟელეზჩნინარი).

ნახევარმცველები: ლეანდრო მარტინში ბარეირო (მაინცი), ფლორიან ბონერი (ბასტია), ლარს ჟერსონი (კონგსვინგერი), მათიას ოლესენი (ივერდონი), ოლივიე ტილი (ჩერკასი), სებატიან ტილი (სტალი), კრისტოფერ მარტინში (სპარტაკი).

თავდამსხმელები: აიმან დარდარი (მაინცი), ალესიო კურჩი (როიალ ფრანსი), დავიდ ჯონათანსი (ბაიერნი), ედვინ მურატოიჩი (რესოვია), გერსონ როდრიგესი (სლოვანი), ივანდრო სანჩესი (ნაიმეგენი), დანიელ სინანი (ზანკტ პაული).

მარვინ მარტინში გამოძახებულია, თუმცა, ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს.

მატჩი 21 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ფინალი კი 26 მარტს შედგება, საქართველო – ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებულს საბერძნეთი – ყაზახეთს შორის გამარჯვებული შეხვდება.

ფინალის გამარჯვებული კი ევრო 2024 – ის F ჯგუფში ითამაშებს, სადაც პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები მოხვდნენ.