სასუოლო vs ნაპოლი – კვარაცხელიას რეპეტიცია ჩემპიონთა ლიგამდე

სასუოლო vs ნაპოლი | Setanta Sports

ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი ჩემპიონთა ლიგამდე სასუოლოს ესტუმრებიან. სერია A-ს ლიდერი 23-ე ტურს ემილია-რომანიაში გახსნის.

ამ პოსტში წაიკითხავთ:

სერია A-ს სატურნირო ცხრილი

ნაპოლი 59 ქულით პირველ ადგილზეა. 22 ტურის შემდეგ ეს სერია A-ს ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგია. 60 ქულა ისტორიაში 2007 წლის ინტერსა და 2019 წლის იუვენტუსს ჰქონიათ.

სასუოლო მე-15 ადგილზეა. ნეროვერდის სულ 24 ქულა აქვს, თუმცა აქედან 8 ქულა მხოლოდ ბოლო 4 ტურში აიღო.

ნაპოლის ბურთების ბალანსი 54:15-ზეა.

სასუოლოს ლიგაში მეხუთე ყველაზე უარესი დაცვა ჰყავს. მასპინძლებს ბურთების ბალანსი 26:33-ზე აქვს.

ხვიჩა კვარაცხელია სასუოლოს წინააღმდეგ

1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა – ეს კვარას შედეგია სასუოლოს წინააღმდეგ. პირველ წრეში, მარადონაზე გამართულ შეხვედრაში ხვიჩა საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

კვარაცხელიამ სასუოლოს წინააღმდეგ პირველ ტაიმში სამი გოლი შექმნა. ერთი თავად გაიტანა და ორიც ოსიმენს გაატანინა.

კვარაცხელია ერთადერთი დებიუტანტია TOP 5 ლიგაში, რომელსაც მინიმუმ 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს.

საქართველოს ნაკრების შემტევის ანგარიშზე, ყველა ტურნირზე, 23 მატჩში 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

სასუოლოს ბომბარდირთა სია

ფრატეზი5
ლაურიენტე4
ბერარდი4
პინამონტი3
ენრიკე2

ნაპოლის ბომბარდირთა სია

ოსიმენი17
კვარაცხელია9
ელმასი6
ჟიელინსკი3
პოლიტანო3

სასუოლო vs ნაპოლი – დანაკლისი

სასუოლოს დომინიკო ბერარდი არ ეყოლება. უდინეზესთან მიღებული ტრავმა ნეროვერდის ლიდერს რამდენიმე კვირას გამოატოვებინებს.

მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ნაპოლისთან მატჩს დანამდვილებით გამოტოვებს.

კითხვის ნიშნის ქვეშ არის გერმანელი ტოლიანისა და თურქი მულდურის თამაშიც.

რაც შეეხება ნაპოლის – პარტენოპეის ჯანლუკა რასპადორი დააკლდება. 22 წლის ფორვარდი ყოფილ გუნდთან კუნთის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

კითხვის ნიშნის ქვეშ არის პიოტრ ჟელინსკის თამაშიც. დიდი ალბათბით, მას ელიფ ელმასი ჩაანაცვლებს.

სასუოლო vs ნაპოლი – სავარაუდო შემადგენლობები

სასუოლო 4-3-3: კონსილი, სორტეა, ერლიჩი, ტრესოლდი, მარკიზა – მათეუს ენრიკე, ობიანგი, ფრატეზი – ბაირამი, დეფრელი, ლაურიენტე.

ნაპოლი 4-3-3: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რრაჰმანი, რუი – ჟიელინსკი, ლობოტკა, ანგისა – ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

სად და როგორ ვუყურო სასუოლო vs ნაპოლის პირდაპირ რეპორტაჟს

სასუოლო vs ნაპოლი ექსკლუზიურად Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე იქნება. პირდაპირი რეპორტაჟი 23:40 წუთიდან დაიწყება.

30%-იანი ფასდაკლება და პრომოკოდი

setantasports.com-ზე წლიური გამოწერის მსურველებს 30 %-იანი ფასდაკლების მიღება შეგიძლიათ. ამისთვის პრომო კოდის 30OFF გამოყენება დაგჭირდებათ.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე