სარჩევი
Birthday boy Kvara scores again | Setanta Sports
2023 თებ 13, 12:02 შშ
4 წუთის საკითხავი

კვარაცხელიამ 22-ე დაბადების დღეზე სერია A-ში მე-9 გოლი გაიტანა. ნაპოლიმ კრემონეზე მარადონაზე დაამარცხა და ინტერს 16 ქულით გაუსწრო. ლუკა ლოჩოშვილს ტრავმის გამო კვლავ არ უთამაშია.

კვარაცხელიას 22-ე დაბადების დღე, 22-ე ტური და 22-ე წუთი

ხვიჩა კვარაცხელიამ დაბადების დღე კრემონეზესთან გატანილი გოლით აღნიშნა.

კვარამ ანგარიში სერია A-ს 22-ე ტურის, 22-ე წუთზე, 22-ე დაბადების დღეზე გახსნა.

იტალიის ჩემპიონატის 18 მატჩში ხვიჩას 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ამ სტატიაში წაიკითხავთ:

სპალეტი კვარას დაბადების დღეზე

“გათენებას არავინ დალოდებია. Whatsapp-ის ჯგუფში, 12 საათის შესრულების დროს კვარაცხელიას დაბადების დღე ყველამ მიულოცა. ასეთი ურთიერთდამოკიდებულებაა გუნდში”.

ლუჩანო სპალეტი – ნაპოლის მთავარი მწვრთნელი

სპალეტიმ მისი გუნდის ჩემპიონობის შანსებზე საუბარს კიდევ ერთხელ ოსტატურად აარიდა თავი. იტალიელმა აღნიშნა, რომ როდესაც ამაზე საუბრობენ, ნაპოლის დათვურ სამსახურს უწევენ.

მთავარ მწვრთნელს არც აინტრახტი გამორჩენია. ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლის მომდევნო მოწინააღმდეგის დაცვით და კონტრ-შემტევ ტაქტიკაზე სპლეტიმ თქვა, რომ ეს განსაკუთრებული არაფერია, თანაც ასეთი ფილოსოფია მის ბავშვობაში მოიგონეს.

კვარაცხელიასა და ნაპოლის თამაშის გამოხმაურება

მატჩის შემდეგ, კვარაცხელია ყურადღების ცენრტში იყო და ტრადიციულად პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა. ასეთივე ტრადიციული იყო La Gazzetta dello Sport-ი და მისი კარიკატურები.

BT Sport: “იუბილარი კვარადონა – ნაპოლი წინსვლას მისი წყალობით განაგრძობს”.

football-italia: “საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საზეიმო განწყობაზე იყო. საკუთარ თავს უკეთეს საჩუქარს ვერ გაუკეთებდა”.

France24: “ჯადოქარი გარემარბი კვარაცხელია ნაპოლის გამარჯვების გზაზე ინდივიდუალური ოსტატობით შექმნილი, გოლით აყენებს”.

correiredellosport: “მარჯვნივ ელოდები და მარცხნივ მიდის, მარცხნივ დაელოდები და მარჯვნივ წავა. ასეთ საღამოებზე ის შეუჩერებელია. უსუსურმა სერნიკოლამ(კვარას მეურვე კრემონეზედან) ალბათ გოლი განმეორებით, შენელებული კადრით ნახა, რათა გაეგო, რა ჯანდაბა გააკეთა მისმა მოწინააღმდეგემ, რომ ასე ადვილად გასცდა. დაბადების დღეს გილოცავ კვარა. კრემონეზეს ფეხბურთელები წვეულებაზე დაპატიჟებულნი არ არიან”.

Tuttosport: “კვარა-ოსიმენი, ნაპოლი სიამოვნებას იღებს და სკუდეტოს ხედავს”.

დე მაჯიო: “კვარა-ოსიმენის წყვილი ფანტასტიკურია. ქალაქში მათ გამო სიმშვიდეა”.

საბატინი: “კვარაცხელია განსხვავებას რიცხვებით ქმნის. შეადარეთ მას ვინც წინა წელს მის პოზიციაზე თამაშობდა (ლორენცო ინსინიე). სპალეტის როტაციის ფუფუნებაც აქვს”.

მაურო: “ნაპოლი იმსახურებს იმ ადგილს, სადაც არის. კვარაცხელია საკვანძო ფეხბურთელია”.

ჯიორდანო: “კვარა წმინდა წყლის ტალანტია. ოსიმენს ყველა სიტუაციიდან გააქვს. გასახდელში კითხვის ნიშნები არ არსებობს”.

ნაპოლი 3:0 კრემონეზე სრული მიმოხილვა

რა ხდებობდა მატჩის შემდეგ ნეაპოლში

სტადიო დიეგო არმანდო მარადონასა და მის შემოგარენში ზეიმი დიდხანს გაგრძელდა.

მიზეზი ნანატრი სკუდეტოსკენ მიმავალ გზაზე მორიგი გამარჯვება იყო.

ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის სტატისტიკა

  • TOP 5 ლიგაში კვარაცხელია საუკეთესო დებიუტანტია. პირველ, მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 9 ასისტი, ან მეტი სხვა არცერთ ფეხბურთელს აქვს.
  • ამ გოლით კვარაცხელია ალექსანდრე იაშვილსა და გია გურულს გაუთანაბრდა. TOP 5 ლიგაში ორი ვეტერანი ქართველი ანგარიშზე, ერთ სეზონში, 9-9 გოლია. გურულმა – ლე ავრში, ხოლო იაშვილმა ეს შედეგი ფრაიბურგში დააფიქსირა.
  • ნაპოლის 22 ტურის შემდეგ 59 ქულა აქვს. ეს სერია A-ს ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგია. 22 მატჩის შემდეგ ამაზე უკეთესი მაჩვენებელი 2006/07 წლებში ინტერს და 2018/19 წლებში იუვენტუსს ჰქონია. ორივეს 60-60 ქულა ჰქონდა.