რონალდუს ამბები – ამხანაგური მესისთან, აბუბაქარი და დებიუტი

რონალდუ ალ ნასრში დებიუტს ელის | Setanta Sports

კრიშტიანუ რონალდუ ალ ნასრის შემადგენლობაში ჯერჯერობით, ვერ თამაშობს, მიზეზი დისკვალიფიკაციაა. მის გამო გუნდიდან კამერუნელი ვინსენ აბუბაქარი გაუშვეს.

დისკვალიფიკაცია და გადადებული დებიუტი

კრიშტიანუ რონალდუმ ევერტონთან მატჩში მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით გულშემატკივარს გახურებისას, ტელეფონი დაუზიანა. შედეგად ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მას 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

პორტუგალიელი სწორედ ამის გამო ვერ თამაშობს ამჟამად ალ ნასრის შემადგენლობაში. ამის მიუხედავად კრიშტიანუ გუნდთან ერთადაა და ალ ტაიის წინააღმდეგ ტალისკას გოლები გასახდელში ვარჯიშისას აღნიშნა.

რონალდუს დებიუტი საუდის არაბეთის პრო ლიგაში მე-14 ტურში ალ ითთიფაქის წინააღმდეგ შედგება.

აბუბაქარი ლიმიტის გამო გაუშვეს

ალ ნასრში რონალდუს მისვლის შემდეგ არაოფიციალური წყაროები წერდნენ გუნდიდან ჯალოლიდდინ მაშაროპოვი გაუშვეს, რადგან პორტუგალიელს 7-ნომრიან მაისურს არ უთმობდაო.

მოგვიანებით, გაირკვა, რომ ფახთაქორის ყოფილი შემტევი, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნიდა, გუნდში დარჩა, თუმცა ნომერი შეიცვლა და ახლა 77 ნომერი იქნება.

სამაგიეროდ, გუნდიდან გაუშვეს ვინსენ აბუბაქარი. კამერუნის ნაკრების ფორვარდი ლეგიონერებზე დაწესებულ ლიმიტს შეეწირა.

საუდის არაბეთის პრო ლიგის დებულების მიხედვით კლუბს 8 არასაუდელი ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვს.

ამ წესის გამო არაერთი მედია საშუალება წერდა, რომ აბუბაქარს მანჩესტერი დაიმატებდა. თავის მხრივ, ინგლისურ გრანდს ზაფხულში 200 მილიონი გირვანქა აქვს დახარჯული და სატრანსფერო ბაზარზე, ფინანსური ფეარ პლეის დაცვის გამო, მაქსიმუმ საიჯარო ან დაბალბიუჯეტიანი კონტრაქტი გააფორმოს.

აბუბაქარის მომავალი ჯერჯერობით უცნობია, თანაც მანჩესტერმა მის პოზიციაზე ნიდერლანდელი ვაუტ ვეგჰორსტი დაიმატა.

ალ ნასრი vs პსჟ

პსჟ 18 იანვარს საუდის არაბეთს ესტუმრება. საფრანგეთის ჩემპიონი ალ აჰლისა და ალ ჰილალის შერეული გუნდის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს 19 იანვარს ერ რიადში ჩაატარებს. მატჩი საუდის არაბეთის დედაქალაქის სპორტის ფესტივალის ეგიდით გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია, წაიყვანს თუ არა კრისტოფ გალტიე ძირითად შემადგენლობას საუდის არაბეთში.

ცხდია, მთავარი მოლოდინი ლეო მესის უკავშირდება. მესი vs რონალდუ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვერ ვნახეთ, თუმცა შანსია საუდურ ამხანაგურში ვნახოთ.

ეს ამხანაგური მატჩი საინტერესო პოლიტიკურ ჭრილშიც. საუდის არაბეთისა და კატარის დამთბარ ურთიერთობებში ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

რონალდუ და ჯორჯინა

რონალდუს ირგვლივ სიახლეა სოციალური კუთხითაც. კრიშტიანუ რონალდუ და მისი პარტნიორი ჯორჯინა როდრიგესი ოფიციალურად დაქორწინებულნი არ არიან.

საუდის არაბეთის კანონმდებლობა კი ამგვარ თანაცხოვრებას კრძალავს.

ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში ოფიციალური ერ რიადი მასობრივად ამ საკთხზე თვალს ხუჭავს. იდენტური იქნება რონალდუს შემთხვევაც.

კრიშტიანუ რონალდუს დებიუტს, საუდის არაბეთში, 22 იანვარს ელოდებიან.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე