ფორმულა 1-ის 21-ე რაუნდი ბრაზილიაში გაიმართა, ინტერლაგსოზე სეზონის ბოლო სპირნტ კვირეული ჩატარდა, კვალიფიკაცია გარდამავალ ამინდში მიმდინარეობდა, რის გამოც მოულოდნელი შედეგი დაფიქსრიდა. მესამე სეგმენტში 8 წუთით ადრე ჯორჯ რასელის ინციდენტის გამო კვალიფიკაცია წითელი დროშებით შეჩერდა, ამინდის გაუარესების გამო კი კევინ მაგნუსენის დროის გაუმჯობესება ვერავინ შეძლო, შედეგად პოულ პოზიცია დანიელს დარჩა.
სპრინტ რბოლა მერსედესის დომინაციით წარიმართა, პირველი პოზიცია ჯორჯ რასელმა დაიკავა, ხოლო ლუის ჰამილტონმა კვალიფიკაციის მე-8 პოზიციიდან საბოლოოდ მე-2 ადგილი მოიპოვა. მესამე ადგილი კარლოს საინცმა დაიკავა, ფერარის მრბოლელი გამარჯვებულს 4.051 წამით ჩამორჩა.
ბევრი კონტაქტით და შეჯახებით გაჯერებული რბოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, საბოლოოდ, ბრაზილიის გრან პრის სამი პილოტი გამოეთიშა, აქედან ორი – პირველივე წრეზე.
მერსედესმა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, თანაც, ეს დუბლით მოახერხა – ლუის ჰამილტონმა კვარცხლბეკზე ადგილი 191-ედ მოიპოვა, ხოლო რასელისთვის ეს საერთოდ პირველი ტრიუმფი იყო.
18-20 ნოემბერს აბუ დაბის რბოლით 2022-ის სეზონი დასრულდება.
დღეის მდგომარეობით, პილოტების ჩათვლით ათეული ასე გამოიყურება:
- მაქს ფერსტაპენი – 429 რედ ბული
- შარლ ლეკლერი – 290 ფერარი
- სერხიო პერესი – 290 რედ ბული
- ჯორჯ რასელი – 265 მერსედესი
- ლუის ჰამილტონი – 240 მერსედესი
- კარლოს საინცი – 234 ფერარი
- ლანდო ნორისი – 113 მაკლარენი
- ესტებან ოკონი – 86 რენო
- ფერნანდო ალონსო – 81 რენო
- ვალტერი ბოტასი – 49 ალფა რომეო
რაც შეეხება კონსტრუქტორთა დავას:
- რედ ბული – 719
- ფერარი – 524
- მერსედესი – 505
- რენო – 167
- მაკლარენი – 148
სეზონის დასკვნითი რბოლის ნახვა მაყურებელს Setanta Sports-ის პირდაპირ ეთერში შეეძლება. შაბათს, 19 ნოემბერს კვალიფიკაცია 18:00 საათიდან, ხოლო აბუ დაბის გრან პრი კვირას, 20 ნოემბერს 17:00 საათიდან.