სარჩევი
UFC 308 - ილია თოფურია vs მაქს ჰოლოუეი | Setanta Sports

თოფურია vs ჰოლოუეი – UFC 308-ზე პირველი ქართული საჩემპიონო ქამრის დაცვა გველის. ილია თოფურიას ორთაბრძოლის პირდაპირ რეპორტაჟს ექკლუზიურად setantasports.com-ზე ნახავთ.

როდის არის თოფურია vs ჰოლოუეი

UFC 308 არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, Etihad Arena-ზე, იმავე Yas Bay Arena-ზე გაიმართება.

ივენთი 26 ოქტომბერს საქართველოს დროით 18:00 საათიდან დაიწყება. მთავარი ორთაბრძოლა კი სწორედ თოფურია vs ჰოლოუეი იქნება.

ზუსტი დროის განსაზღვრა რთულია, სავარაუდო დროდ 23:00 საათი უნდა მოვიაზროთ, თუმცა ძირითადი ბრძოლებისთვის თვალის სრულად მიდევნებას გირჩევთ. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, არაფერი გამოგრჩებათ.

თოფურია vs ჰოლოუეი – პირდაპირი რეპორტაჟი

ქართველი მატადორის ორთაბრძოლის ნახვა პირდაპირ ეთერში setantasports.com-ზე შეგეძლებათ. ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ პრომო კოდი NEWS24 და YEAR24 გამოიყენოთ.

ორივე პრომოკოდით 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. NEWS24 არის თვის გამოწერაზე, ხოლო YEAR24 – წლიურ გამოწერაზე.

UFC 308-ის ქართულენოვან რეპორტაჟზე კომენტატორები ლადო ნაცვლიშვილი და მინდია წიკლაური იქნებიან.

Setanta Sports-ის გუნდი კი რამდენიმე დღეა არაბეთის გაერთიანებულ საამიეროებში ადგილიდან მუშაობს.

დაწვრილებით ჩვენი გუნდის შექმნილი ექსკლუზიური კონტენტი შეგიძლიათ Facebook-ზე Fight Night Georgia-ს გვერდზე ნახოთ.

UFC 308 – ილია თოფურიას საჩემპიონო ქამრის დაცვა

ილია თოფურიამ და მაქს ჰოლოუეიმ წონა წარმატებით ჩააბარეს. შესაბამისად, UFC 308-ის მთავარი ორთაბრძოლისთვის ყველაფერი მზად არის.

UFC 308 მედია დღის ინტერვიუ

“საკმაოდ ემოციურია აბუ დაბიში დაბრუნება, აქ მქონდა UFC-ში დებიუტი”, – უთხრა ილია თოფურიამ გიორგი ქოქიაშვილს.

უშუალოდ UFC-ში ქართველის დებიუტი სწორედ აბუ დაბიში, 2020 წლის 11 ოქტომბერს იუსეფ ზალალის წინააღმდეგ შედგა. ელ მატადორმა ის ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

MMA-ის გუნდის ინტერვიუს სრულად ამ ვიდეოში იხილავთ.

ეს კი უშუალოდ მედია დღის კომენტარების ვიდეოა.

UFC 308 | ილია თოფურია vs მაქს ჰოლოუეი – სტატისტიკა

Featherweight-ში ილია თოფურია ჩემპიონია, ხოლო მაქს ჰოლოუეი რეიტინგში – მე-2 ნომერია.

MMA-ში ილიას სტატისტიკა 15-0-ზეა, რაც შეეხება მის 32 წლის მოწინააღმდეგეს 26-7-ზე აქვს.

ილია დაუმარცხებელია, ხოლო ჰოლოუეის პასივში 7 მარცხია. ბოლო მაქსმა იმ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან წააგო, რომელსაც თავის მხრივ, ილიამ მოუგო საჩემპიონო ორთაბრძოლა.

ილია თოფურიას საჩემპიონო ქამრის დაცვის პარალელურად setantasports.com-ზე შეგიძლია ელ კლასიკოსაც უყუროთ.

ბრძოლის თანადროულად რეალი vs ბარსელონას ჩანიშვნაც ილიაც იუმორით გამოეხმარა და ხავიერ ტებასიც გათიშვაზეც ალაპარაკდა.

UFC 308 საქართველოს დროის 18:00 საათიდან დაიწყება.

თუმცა მანამდე არ დაგავიწყდეთ, რომ 26 ოქტომბერი საქართველოში არჩევნების დღეა. არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა კი თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლინებაა.

UFC 308 – ყველა ორთაბრძოლა

ამ ცხრილში UFC 308-ის ყველა ორთაბრძოლას ნახავთ, მათგან რამდენიმე უდავოდ გამორჩეულია.

შეგახსენებთ, UFC 308-ის ორთაბრძოლების ნახვას მხოლოდ setantasports.com-ზე შეძლებთ.

კატეგორიაბრძოლა
Featherweight Championship Main Eventილია თოფურია vs მაქს ჰოლოვეი
Additional Main Card Matchupრობერტ უიტაკერი vs ხამზატ ჩიმაევი
Additional Main Card Matchupლერონ მერფი vs დან იგე
Additional Main Card Matchupმაგომედ ანკალაევი vs ალექსანდარ რაკიჩი
Additional Main Card Matchupშარა მაგომედოვი vs არმენ პეტროსიანი
Preliminary Card Fightმატეუშ რებეცკი vs მიქტიბეკ ოროლბაი
Preliminary Card Fightაბუს მაგომედოვი vs ბრუნო ფერეირა
Preliminary Card Fightკენედი ნზეჩუკვუ vs კრის ბარნეტი
Preliminary Card Fightფარიდ ბაშარათი vs ვიქტორ უგო
Preliminary Card Fightისმაილ ნაუერდიევი vs ბრუნო სილვა
Preliminary Card Fightრინატ ფახრედინოვი vs კარლოს ლეალი
Preliminary Card Fightიბო ასლანი vs რაფაელ სერქვეირა