სარჩევი
2024 მარ 21, 17:54 შშ
1 წუთის საკითხავი

საქართველოს ჰყავს ჩემპიონი და მისი სახელია ილია თოფურია – ეს Setanta Sports-ის კომენტატორის, მინდია წიკლაურის სიტყვებია. ილია თოფურიას ინტერვიუ – ექსკლუზიურ ინტერვიუს მაყურებელი Setanta Sports Georgia-ს იუთუბ არხზე იხილავს.

ამ სტატიაში კი UFC-ის ქართველ ჩემპიონთან ინტერვიუდან მცირე ამონარიდებს შემოგთავაზებთ.

“ნებისმიერ სამყაროში წარმატებას რომ მიაღწიო, პირველი, უნდა გჯეროდეს იმის, რომ ეს 100 %-ით მოხდება. სხვებს სჭირდებათ ჯერ ფიზიკურად დაინახონ ეს, მე ჯერ მჯერა და მერე ვხედავ იმას, რასაც მინდა.”

თვითრწმენა ილია თოფურიას წარმატების ერთ-ერთი ფუნდამენტი და მთავარი წინაპირობაა. ცხადია, ეს ყველაფერი არც მუხლჩაუხრელი შრომის გარეშე მოვიდოდა. Setanta Sports-თან ილია თოფურიამ მისი კარიერის ამ ნაწილზეც ვრცლად ისაუბრა.

ქართველ მებრძოლს არც საქართველოს ნაკრების თემა გამოუტოვებია. თოფურიას სწამს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება.

“არაფერი ხდება ამ სამყაროში შემთხვევით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ჩამოსვლა და ის მომენტი, რომ თამაშს დავესწრები, ხდება იმიტო რომ, საღამოს საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს 100%-ით.

არასდროს ვყოფილვართ ევროპის ჩემპიონატზე და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება ის დღე, როდესაც ამის შანსი[ფინალში გასვლის] მოგვეცემა.”

ილია თოფურია საქართველო vs ლუქსემბურგის მატჩამდე დინამო არენაზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.