სარჩევი
ამირან გოგოლაძემ აპოლო სილვა დაამარცხა Oktagon MMA | Setanta Sports
2024 ივნ 08, 23:33 შშ
1 წუთის საკითხავი

ამირან გოგოლაძე გამარჯვებულია. მორიგი, მე-17 გამარჯვება ქართველმა მებრძოლმა ლეანდრო აპოლო სილვასთან იზეიმა.

Oktagon MMA-ზე გამართული ბრძოლა ამირან გოგოლაძემ აქტიურად დაიწყო. ბევრად უფრო გამოცდილ ბრაზილიელ მოწინააღმდეგეს პირველ რაუნდში 26 წლის ქართველმა ბევრად აჯობა, თუმცა მსაჯების გადაწყვეტილება ბრძოლის ამ მონაკვეთშიც გაიყო.

მე-2 რაუნდიც გოგოლაძის უპირატესობით წარიმართა, თუმცა მერე აპოლო სილვას თეიქ დაუნიც ჰქონდა, საიდანაც რაუნდის დასკვნით მონაკვეთში გოგოლაძეს რამდენიმე დარტყმა გაუტარა. ერთ მომენტში, არაჯენტლმენურიც, რადგან მსაჯმა წესების დარღვევის გამო, მებრძოლები შეაჩერა და მითითებებს აძლევდა.

ბრძოლის ბოლომდე ამირან გოგოლაძეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და კარიერაში მე-17 გამარჯვებაც იზეიმა.

ამირან გოგოლაძე vs ლეანდრო აპოლო სილვა – Highlights

ამირან გოგოლაძის ბრძოლის ხილვა მაყურებელს setantasports.com-ზე უფასოდ შეეძლო. Oktagon MMA-ის ბრძოლებს კომენტარი მინდია წიკლაურმა და მებრძოლმა ბენო ადამიამ გაუკეთეს.

UFC Louisville

ამას გარდა დღესვე, setantasports.com-ზე ჩვენი პლატფორმის მაყურებელი მარიამ ტორჩინავას ბრძოლას PFL Europe 2-ის ივენთზე იხილავს.

ასევე, ხვალ, 01:00 საათზე, UFC Louisville-ის სრული ივენთის ხილვა setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი. 1-ელ საათზე პრელიმები დაიწყება, ხოლო ძირითადი ორთაბრძოლების ხილვა 04:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

Setanta Sports-ის პრომოკოდი NEWS24

პრომოკოდის NEWS24 გამოყენების შემთხვევაში ახალი ან არსებული მომხმარებელი 30%-იან ფასდაკლებას მიიღებს თვიურ გამოწერაზე.