სარჩევი
ამირან გოგოლაძის ბრძოლა setantasports.com-ზე | Setanta Sports
2024 ივნ 08, 21:20 შშ
1 წუთის საკითხავი

ამირან გოგოლაძის ბრძოლას setantasports.com-ის მაყურებელი პირდაპირ ეთერში უფასოდ ნახავს. Octagon MMA-ში ქართველი მებრძოლი აპოლო ლეანდრო სილვას დაუპირისპირდება.

MMA Oktagon-ის ივენთი ჩვენს პლატფორმაზე უფასოდ იქნება. ხოლო PFL Europe 2-ისა და UFC Louisville-ის ივენთები ჩვეული, ფასიანი გამოწერით იქნება ხელმისაწვდომი.

Oktagon MMA ამირან გოგოლაძე vs ლეანდრო აპოლო სილვა

Oktagon MMA-ის ივენთზე ძირითადი ბრძოლები 21:00 საათიდან დაიწყება. საინტერესოა. რომ ლეანდრო აპოლო სილვას 11 მარცხის მიუხედავად ნოკაუტით არასდროს წაუგია. ამის ჩინებული შანსი კი ამირან გოგოლაძეს ექნება.

ივენთს setantasports.com-ზე მინდია წიკლაურთან ერთად ბენო ადამია გააკომენტარებს.

Setanta Sports-ის პრომოკოდი NEWS24

ამას გარდა დღესვე, setantasports.com-ზე ჩვენი პლატფორმის მაყურებელი მარიამ ტორჩინავას ბრძოლას PFL Europe 2-ის ივენთზე იხილავს.

ასევე, ხვალ 01:00 საათზე, UFC Louisville-ის სრული ივენთის ხილვა setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი. 1-ელ საათზე პრელიმები დაიწყება, ხოლო ძირითადი ორთაბრძოლების ხილვა 04:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

პრომოკოდის NEWS24 გამოყენების შემთხვევაში ახალი ან არსებული მომხმარებელი 30%-იან ფასდაკლებას მიიღებს თვიურ გამოწერაზე.