შალკე vs კარლსრუე – ბუდუ ზივზივაძე აუფ შალკეზე

შალკე vs კარლსრუე - ბუდუ ზივზივაძე აუფ შალკეზე | Setanta Sports

შალკე vs კარლსრუე – მეორე ბუნდესლიგის სათამაშო დღე გელზენკირხენში იწყება. ბუდუ ზივზივაძე სანაკრებო ტრიუმფის შემდეგ პირველ მატჩს სწორედ იმ სტადიონზე გამართავს, სადაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას.

შალკე vs კარლსრუე პირდაპირი რეპორტაჟი

შალკე vs კარლსრუე – მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-სა და Setanta Sports 2-ზე იქნება შესაძლებელი.

მატჩის ლაივი 15:25 წუთიდან დაიწყება. მართალია, ლუქსემბურგსა და საბერძნეთთან ჯამში ბუდუმ 160 წუთი ითამაშა, თუმცა მაინც არ გამოვრიცხოთ, რომ აიხნერმა ის სასტარტო შემადგენლობაში დააყენოს.

ბუდუ ზივზივაძის დახვედრა კარლსრუეში

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემიონატზე იასპარეზებს. ისტორიულ მატჩებში საქართველოს ნაკრებმა ჯერ ლუქსემბურგი, შემდეგ კი საბერძნეთი დაამარცხა.

ლუქსემბურგთან 2-0 მოგებულ შეხვედრაში დუბლი ბუდუ ზივზივაძემ გაიფორმა. საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი კლუბს კვირის შუაში შეუერთდა.

დამსახურებული დასვენების ერთი დღის შემდეგ კლუბთან ერთად ვარჯიში ბუდუმ პარასკევიდან დაიწყო. კვირას კი გელზენკირხენში თამაშობს.

საქართველოს ნაკრების ისტორიულ წარმატებას დიდი რეზონანსი ჰქონდა, მათ შორის, საზღვარგარეთ და მათ შორის, იმ კლუბებისგან, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ.

მათგან უდაოდ გამორჩეული კი კარლსრუე იყო. ბუდუ ზივზივაძეს თანაგუნდელები საუცხოოდ დახვდნენ და გასახდელში დიეგო მარადონას, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონობის ცნობილი ფოტოც კი დაახვედრეს, სადაც დიეგოს ადგილას ბუდუს სახეა ჩაფოტოშოფებული.

შალკე vs კარლსრუე

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ცხრილში უკეთესი პოზიცია კარლსრუეს აქვს. ბუნდესლიგა 2-ში შალკე 30 ქულით, მე-15 ადგილზეა, კარლსრუე კი 38 ქულით მე-7 პოზიციაზეა. ბუდუ ზივზივაძის გუნდი პლეი ოფის მე-3 ადგილს და შესაბამისად, ფორტუნას 8 ქულით ჩამორჩება.

გათამაშების დასკვნით ნაწილში, კარლსრუეს ამოსასვლელ ბრძოლაში ჩათვა თეორიულად შეუძლია. თუმცა ცხრილში არსებული სიმჭიდროვეც გასათვალისწინებელია. კარლსრუე იმდენივე ქულით ჩამორჩება მე-3 ადგილს, რამდენითაც მე-15-ს უსწრებს.

შალკე გასავარდნ ზონასთან სიახლოვის გამო განსაკუთრებით მოტივირებული იქნება, შესაბამისად, კრისტიან აიხნერის გუნდს იოლი მატჩი სულაც არ ელის.

პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა კარლსრუემ შინ 3-0 მოიგო. გოლები შტინდლმა და მატანოვიჩმა შეყარეს, ერთი ავტოგოლიც მატრიჩიანის ანგარიშზე იყო.

ბუდუ ზივზივაძის სტატისტიკა ბუნდესლიგა 2-ში

ბუდუ ზივზივაძეს ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. ამ მაჩვენებლით, ბომბარდირთა დავაში ქართველი მე-9 ადგილზეა და ბერძენ ციოლისსა და ბოსნიელ ტაბაკოვიჩს 7 გოლით ჩამორჩება.

10-დან 9 გოლი ბუდუმ ნოემბრის მიწურულიდან მოყოლებული გაიტანა. ბოლო ტურში, სანამ სანაკრებო შეკრებაზე გამოცხადდებოდა, მაგდებურგთან 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე