საქართველო ევროპაზეა! მიზანი მიღწეულია. ამ საყოველთაო სიხარულს უერთდება ვლადიმირ ვაისი. საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს Setanta Sports-ი გაესაუბრა.
მოსაზრება, რომ საქართველოს ნაკრების ამ ფორმაციის გუნდის ფორმირებაში თავისი წვლილი სლოვაკ სპეციალისტსაც აქვს, მართალია. შესაბამისად, მისი მოსაზრების გაგებაც საინტერესო იქნებოდა.
ვლადიმირ ვაისი საქართველოს გამარჯვებაზე
ვაისთან სატელეფონო საუბარი მოკლე, თუმცა ემოციური გამოვიდა. ბრატისლავის სლოვანის მთავარ მწვრთნელმა იმ ატმოსფეროს გაუსვა ხაზი, რომელიც დინამო არენაზე ისტორიული მატჩის ღამით იყო.
“მთელ საქართველოს ვულოცავ. ეს დიდებული მიღწევაა. ვიცი, ამას მთელი ერი რამდენ ხანს ელოდა. 3 წელია საქართველოს მატჩებს მუდმივად ვუყურებ.
ლევანს, იაშკას, ვილი სანიოლს, ყველას ვულოცავ ამ წარმატებას!
სამწუხაროდ, მე იგივე არ გამომივიდა. ჩრდ. მაკედონიასთან ფინალში მარცხი, ჩემი ცხოვრების ყველაზე უარესი მოგონებაა. თუმცა ეს ფეხბურთია.
საბედნიეროდ, ახლა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეძლეს. ეს ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებაა.
ატმოსფერო დიდებული იყო – სწორედ ეს დაგვაკლდა 3 წლის წინ ჩვენ.
ახლა აღნიშვნისა და მერე ევროპისთვის სამზადისის დროა. ახლა ის პატარა ბიჭები გაიზარდნენ და ფეხბურთის შესაბამის დონესაც აჩვენებენ.
ჯაბას, კაშოს, ჩაკვეს და არამხოლოდ მათ გამო ბედნიერი ვარ. გადაეცით ყველას ჩემი მილოცვა!”
ვლადიმირ ვაისი – საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016-2020 წლებში წვრთნიდა.
საბერძნეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში, პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებებთან იასპარეზებს.