საქართველო vs საბერძნეთი – მატჩის დღე

საქართველო vs საბერძნეთი | Setanta Sports

საქართველო vs საბერძნეთი – მატჩის დღე. შეხვედრა დინამო არენაზე 21:00 საათიდან დაიწყება. გამარჯვებული ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

ისტორიული მატჩის დაწყებამდე რამდენიმე სააათიღა რჩება. ორივე გუნდი შეხვედრას საბრძოლო შემადგენლობით ხვდება.

საბერძნეთს მისთვის უჩვეულოდ სხარტი შემადგენლობა ჰყავს. თან ელინები ფორმაში არიან. საბერძნეთმა ყაზახეთს ნახევარფინალში 5-0 სძლია.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გულშემატკივრის ფაქტორს ექნება. შესაბამისად, დღეს დინამო არენაზე მისული ქომაგი არა მაყურებელი, არამედ გულშემატკივარია, რომელსაც შეუძლია მატჩზე გავლენა იქონიოს.

საქართველო vs საბერძნეთი - ხვიჩა კვარაცხელია | Setanta Sports

ქომაგების მსვლელობა

საღამო ქომაგების მსვლელობით იწყება. 18:00 საათიდან აღმაშენებლის N127-დან ქომაგები დინამო არენისკენ დაიძვრებიან.

აუცილებელი პირობაა, მსვლელობაში მონაწილეობის ყველა მსურველს თეთრი და წითელი შეფერილობის ტანსაცმელი ეცვას.

დანარჩენ ინსტრუქციებს ადგილზე მიიღებთ. გეგმის მიხედვით 19:00 საათისთვის მსვლელობა უკვე დინამო არენის ცენტრალურ შესასვლელთან უნდა იყოს.

რომელზე იხსნება დინამო არენა

დინამო არენის კარი მატჩის დაწყებამდე 2 საათით ადრე, 19:00 საათიდან გაიხსნება. ორგანიზებულობისთვის, საერთო ატმოსფეროსთვის და სტადიონის მატჩის დაწყებამდე გასავსებად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაყურებელი სტადიონზე ჩვეულზე ადრე მივიდეს.

შეგახსენებთ, რომ ბილეთი ყველა ასაკის მაყურებელს სჭირდება.

ერთად ვიმღეროთ ჰიმნი

საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი ტასოს ბაკასეტასმა მატჩამდე თქვა, ვეცდებით, ატმოსფერო საჩვენოდ შემოვატრიალოთო. შესაბამისად, განგრძობითი, უწვეტი დომინაცია ტრიბუნაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

ეს კი მათ შორის ჰიმნის შესრულებიდან იწყება. აუცილებელია, ჰიმნი ყველამ, განურჩევლად ყველაფრისა, შეასრულოს და ამ ფორმით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები დამუხტოს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მატჩისთვის განაცხადში ვილი სანიოლმა, რეგლამენტის მიხედვით 23 ფეხბურთელი დატოვა. განაცხადს მიღმა საბა საზონოვი, ლადო მამუჩაშვილი და ანზორ მექვაბიშვილი დარჩნენ.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები: საბა კვერკველია, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი,

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა,

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.

საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ოდისეას ვლახოდიმოსი (ნოტინგემ ფორესტი), ალექსანდროს პასხალაკისი (ოლიმპიაკოსი), იორგოს ათანასიადისი (აეკი).

მცველები: კოსტას ციმიკასი (ლივერპული), დინოს მავროპანოსი (ვესტ ჰემი), ლაზაროს როტა (აეკი), პანტელის ჰაციდიაკოსი (კალიარი), პანოს რეტსოსი (ოლიმპიაკოსი), დინოს კულიერაკისი (პაოკი), ჯორჯ ბალდოკი (შეფილდი), იორგოს ცაველასი (ათრომიტოსი).

ნახევარმცველები: ანასტასიოს ბაკასეტასი (პანათინაიკოსი), ანდრეას ბუხალაკისი (ჰერტა), ზეკა (პანათინაიკოსი), მანოლის სიოპისი (კარდიფი), დიმიტრის კურბელისი (ქარაგიუმრიუქი), პეტროს მანტალოსი (აეკი), ანასტასიოს ხაციიოვანისი (ანკარაგიუჯუ), დიმიტრის პელკასი (ბაშაქშეჰირი).

თავდამსხმელები: იორგოს მასურასი (ოლიმპიაკოსი), იორგოს იაკუმაკისი (ატლანტა), ვანგელის პავლიდისი (ალკმაარი), ფოტის იოანიდისი (პანათინაიკოსი).

საქართველო vs საბერძნეთი პრესკონფერენციები

საქართველოს ნაკრების წინასამატჩო პრესკონფერენციას, ვილი სანიოლისა და ოთარ კაკაბაძის კომენტარებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკზე.

საბერძნეთის ნაკრების წინასამატჩო პრესკონფერენციას, ტასოს ბაკასეტასისა და გუს პოიეტის კომენტარებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკზე.

სად იქნება საქართველო vs საბერძნეთის ლაივი

საქართველო vs საბერძნეთი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

ასევე, გაიმართება საჯარო ჩვენებები. თბილისში ჩვენება დაგეგმილია რესპუბლიკის მოედანზე.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე