ხვალ, 26 მარტს, თბილისის დროით 21:00 ზე, საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება. ბერძენთა მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა და ტასოს ბაკასეტასმა ერთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
პრესკონფერენცია გაურკვეველი მიზეზის გამო დაგვიანებით დაიწყო.
ტასოს ბაკასეტასი: ყაზახეთთან ძალიან კარგი თამაში იყო ჩვენთვის, გადამწყვეტი გამოდგა სწრაფი გოლი, მეორე გოლიც მალევე გავიტანეთ. პირველივე წუთებიდან ფოკუსირებულნი ვიყავით და თამაში წარმატებით დავასრულეთ. ხვალინდელ მატჩზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ფინალში ფავორიტობაზე საუბარი არ შეიძლება. რაც შეეხება იმას რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გვაქვს ეს წარსულია, დღეს კი განსხვავებული მოცემულობა გვაქვს.
მართალია რომ სახლში განსაკუთღებით ძლიერად ვთამაშობთ, მაგრამ თუ გასვლაზე გვიწევს თამაში ასევე ვარჩევთ რომ სავსე სტადიონზე ვითამაშოთ, ჩვენ პროფესიონალები ვართ და ასეთ გარემოში თამაში მოგვწონს.
მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრებთან ბოლოს ვითამაშეთ ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენი გუნდი ახლა უფრო გამოცდილია. იმავე შემიძლია ვთქვა საქართველოს ნაკრებზეც.
გუსტავო პოიეტი: ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას რომ საქართელოს აქამდე საბერძნეთთან არ მოუგია. მე არ ვყოფილვარ იმ პერიოდში საბერძნეთის მწვრთნელი. ასე რომ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ჩემს გეგმებს ვერ გავამხელ. ვიცით კვარაცხელიას შესაძლებლობების შესახებ, ვიცით მისი სტილი. ერთი ფეხბურთელის გამო ბევრს არაფერს შევცვლით, მისი შეჩერება ჩვენს ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული.
ორივე გუნდს კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება რამდენად იქნებიან ახალგაზრდები მენტალურად მზად. ვფიქრობ, ორივე გუნდი მაქსიმალურად მოტივირებულია რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.
საჭიროა მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვიყოთ მოედანზე, არც მსაჯის, არც შექმნილი ატმოსფეროს ირგვლივ გამახვილებული ყურადღება ვერ დაგვეხმარება.
ზოგჯერ ფეხბურთი უსამართლოა. შეიძლება ორი წელი იშრომო, მაგრამ ერთ შეხვედრაში ყველაფერი წყალში ჩაგეყრება. მიხარია რომ კარგ ფორმაში ვართ და ქომაგი გვენდობა, ამის გამო ფინალს მშვიდად და კარგი განწყობით ვხვდებით.
საჭიროა რომ ბურთზე ფლობა გვქონდეს, ფინალში მოსაგებად საჭიროა რომ მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ, დიდი მნიშვნელობა ექნება ნახევარმომენტების გამოეყენებას.