ხვალ, 26 მარტს, თბილისის დროით 21:00 ზე საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ოთარ კაკაბაძემ მატჩის წინ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხეს.
ვილი სანიოლი: ფეხბურთელებს როგორც წესი ბევრი დრო სჭირდებათ ძალების აღსადგენად, მაგრამ ამჟამად ჩვენ საკმარისი დრო გვქონდა და ყველა ფეხბურთელი მზად არის. ახლა ბოლო ვარჯიშს ჩავატარებთ და ბოლო დეტალებზე ვივარჯიშებთ. როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად მზად ვართ.
ოთარ კაკაბაძე: მოუთმენლად ველით თამაშს, ყველას გათვიცნობიერებული აქვს თუ რა მნიშვნელობის თამაშია. გუნდში ამაღლებული განწყობაა და მოტივაცია არ გვაკლია.
ვილი სანიოლი: რა თქმა უნდა, ვიცით რომ საბერძნეთთან რთული თამაში იქნენა, მათ კარგი შემადგენლობა ჰყავთ და მაღალი დონის კლუბებში თამაშობენ, ფინალში სხვაგვარად არ გამოვა. ეს ის არის რის ახსნასაც ფეხბურთელებისთვის ვცდილობ, ოცნება ყველას შეუძლია, მაგრამ ყველას არ შეუძლია ყოველდღიურად გადადგას ნაბიჯი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებულის მენტალიტეტი ყოველდღიურ შრომაში ყალიბდება.
მინდა მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს, მათ ბოლო ორი წლის მანძილზე ბევრი გაიღეს თამაშის გასაუმჯობესებლად, ვფიქრობ დადებითი დინამიკა გვაქვს და ფეხბურთელები მზად არიან ამ შეხვედრისთვის.
მათ უნდათ ამ მატჩის თამაში, მე მინდა ამ მატჩის თამაში და ვფიქრობ მთელი ქვეყანა გვერდზე დაგვიდგება.
ყველა შეხვედრას თავისი ისტორია აქვს, ბოლო მატჩში ბოლო წუთებით არ ვიყავი კმაყოფილი, ჩვენ ანგარიში მიგვყავდა და თავისი როლი ამანაც ითამაშა. ცვლილებები ყოველთვის ახდენს გავლენას თამაშზე, ამიტომ ვამბობ რომ იმ ფეხბურთელებისგანაც იგივეს ვითხოვ, რომლებიც მოედანზე გამომყავს.
ოთარ კაკაბაძე: ვამაყომ ამ ნაკრებში თამაშით, ინ გუნდში, რომელსაც ამხელა სიხარული შეუძლია მოუტანოს ხალხს. ამ გუნდს გამარჯვების მენტალიტეტი აქვს და ეს ბევრჯერ დაუმტკიცებია. ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ და ერთი ნაბიჯი გვაქვს გადასადგემლი. გვჭირდება მხარდაჭერა, ვხედავთ რომ ყველას სურდა სტადიონზე მოსვლა, ეს ყველაფერი ძალიან დადებითად მოქმედებს ჩვენზე.
ვილი სნაიოლი: როგორც აღვნიშნე აღგენითი პროცესით კმაყოფილი ვარ. ყველა ფეხბურთელი მზად არის სათამაშოთ. თუნდაც დამატებითი დროის თამაში მოგვიხდეს. მზად არის ჩაკვეტაძეც.
ყველაფერზე ვმუშაობთ, მათ შორის, თერთმეტმეტრიანებზეც.
ოთარ კაკაბაძე: დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას რომ ასეთ მოკლე პერიოდში გვიწევს ნახევარფინალის შემდეგ ფინალის თამაში. საკითხი მხოლოდ აღგენით პროცესს შეეხო. ორივე გუნდისთვის ასეა.
ვილი სანიოლი: ოცდაექვსივე ფეხბურთელი მზად არის. აქიდან სამი განაცხადს მიღმა დარჩება. ძირითად შემადგენლობაზე ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, ყველას სურს თამაში. ისინი პროფესიონალები არიან და ყველას მოგება სურს. მათ იციან რომ მთავარი ერთად გამარჯვებაა.
ოთარ კაკაბაძე: კვარას ფაქტორი რა თქმა უნდა გამოსაყოფია. მათ შორის ისიც რომ ამჯერად ქომაგი მოვა სტადიონზე. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა წინა ფინალთან შედარებით.
დიდი ხანია ნაკრებში ვთამაშობ და შემიძლია ვთქვა რომ ეს შემადგენლობა ულაპარაკოდ საუკეთესოა.
ვილი სანიოლი: ლუქსემბურგთან მატჩის მერე ძალიან ბედნიერი ვიყავი, ჩვენ ადამიანები ვართ, ამიტომ გამოვხატე ემოცია. ესეც ჩემი სამუშაოს ნაწილია რომ ფეხბურთელები შევაქო. რა თქმა უნდა, ხვალინდელ მატჩზეც გვაქვს გეგმა.
ოთარ კაკაბაძე: ემოციური დღეები გამოვიდა. ეს ემოცია დადებითად უნდა გამოვიყენოთ.
ვილი სანიოლი: არა, ფსიქოლოგის დიპლომი არ მაქვს. გულახდილად რომ გითხრათ, განსაკუთრებული სტრესი არავის ეტყობა. ფეხბურთელებს ყოველთვის შეუძლიათ ჩემთან საუბარი, მათ არა სტრესს, არამედ მოლოდინს ვატყობ.
ჩემი ცოლის მსგავსად თურმე თქვენც გახსოვთ ორი წლის წინ რა ვთქვი, (ხუმრობს). ახლა ჩვენ ერთა ლიგის B ჯგუფში ვართ, იქ სადაც ინგლისია. არ ვამბობ რომ ჩვენ მათ დონეზე ვართ, მაგრამ ფაქტია რომ ნაბიჯები წინ გადავდგით.
ოთარ კაკაბაძე: ქომაგებს რაც შეეხება მადლობით დავიწყებ. ძალიან კარგი ატმოსფერო იყო სტადიონზე. ბევრს ვერაფერს ვთხოვ რადგან დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო კარგი ატმოსფერო დაგვხვდება ფინალში.