სარჩევი
საფრანგეთმა ინგლისი დაამარცხა და ნახევარფინალს ითამაშებს | Setanta Sports
2022 დეკ 10, 21:50 შშ
2 წუთის საკითხავი

ევროპული მეოთხედფინალი საფრანგეთმა მოიგო. დრამატული მატჩის ბედი ძირითად დროში გაირკვა, გადამწყვეტი ჰარი კეინის გაცუდებული პენალტი აღმოჩნდა.

მაროკოს მეტოქე ნახევარფინალში საფრანგეთი იქნება. დიდიე დეშამის გუნდმა ინგლისი 2:1 დაამარცხა.

ჩუამენი-ჟირუს გოლების საპასუხოდ ორი გოლის გატანის შანსი ჰარი კეინს ჰქონდა. თუმცა პირველი პენალტის რეალიზების შემდეგ ტოტენჰემის შემტევმა, მეორე – კარს ააცილა.

ანგარიში ორელიან ჩუამენიმ შორეული დარტყმით გახსნა. უპამეკანო, მბაპე, გრიზმანის კომბინაციის შემდეგ რეალის საყრდენმა უზუსტესად გაისროლა – 0:1.

ალ ბაითზე ღია, გახსნილი ფეხბურთი იყო, საგოლე მომენტებიც შეიქმნა, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

კაილ უოკერი კილიან მბაპეს მეტ-ნაკლებად წარმატებულად მეურვეობს | Setanta Sports
უოკერმა მბაპეს ‘წითელი ხალიჩა’ მართლაც არ გაუშალა

მეორე ტაიმში კი წონასწორობა ჰარი კეინმა აღადგინა. სამი ლომის კაპიტანმა თანაკლუბელ უგო ლორისს დამაჯერებლად დაურტყა. ნაკრებში 53-ე გოლით კეინი უეინ რუნის გაუთანაბრდა.

მეორე ნახევარში ინგლისელებმა მოუმატეს, თუმცა ფრანგებს მეტი სახიფათო იერიში ჰქონდათ. 78-ე წუთზე ლე ბლუ კვლავ დაწინაურდა. ოლივიე ჟირუმ კუთხურიდან გაიტანა. ასისტი კვლავ პატარა პრინცის იყო. ბრუნო ფერნანდეშისა და ჰარი კეინის მსგავსად გრიზმანს ტურნირზე 3 საგოლე გადაცემა აქვს, თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით ანტუანი კვლავ საქმეშია.

ხუთიოდ წუთში მატჩში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. ვილტონ სამპაიომ მეისონ მაუნტის წაქცევისთვის ტეო ერნანდესი დააჯარიმა, თუმცა კეინმა ბურთი კარს ააცილა.

მატჩის ბოლო კომპენსირებულ წუთზე საჯარიმოდან გატანის შანსი ცვლილებაზე გამოსულ მარკუს რაშფორდს ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა კარს მცირედით ასცდა.

ემანუელ მაკრონი და რიში სუნაკი | Setanta Sports
რიში სუნაკს ემანუელ მაკრონისთვის მილოცვა მაინც მოუწევს