მისთვის წითელი ხალიჩის დაგებას არ ვაპირებთ – უოკერმა მბაპეზე ისაუბრა

კაილ უოკერმა მოახლოებული მეოთხედფინალის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კითხვები ძირითადად კილიან მბაპეს შესახებ დაისვა, არც ის ყოფილა შემთხვევითი, რომ მაინცდამაინც კაილ უოკერი ვიხილეთ პრესკონფერენციაზე. მთელი საფეხბურთო სამყარო ამ დუელის მოლოდინშია, თუმცა, კილიან მბაპე არ არის კლასიკური გარემარბი, მისი დაჭერა მხოლოდ უოკერის საქმე არ იქნება.

„მბაპესთან ადრეც მითამაშია, რაც საქმეს მიადვილებს. შესანიშნავი ფეხბურთელია, ამ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა საუკეთესო, თანაც ძალიან კარგ ფორმაშია“, – თქვა უოკერმა.

„ეს არ არის მბაპე ინგლისის წინააღმდეგ, ეს არის საფრანგეთი ინგლისის წინააღმდეგ, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, კარგ ფორმაში, მაგრამ ჩვენ მისთვის წითელი ხალიჩის დაგებას არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ვიცი რა უნდა გავაკეთო მის შესეჩერებლად, მე ფეხბურთელი ვარ, სწორედ ეს არის ჩემი საქმე. საფრანგეთს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენც ისევე შეგვიძლია მათთვის საფრთხის შექმნა, როგორც მათ ჩვენთვის“.

“იცით რა თქვა კილიან მბაპემ თქვენზე გასულ წელს, France Football-თან საუბრისას? – ჰკითხა French TV-ის ჟურნალისტმა უოკერს, – მან თქვა რომ თქვენ ხართ ის იშვიათი მოთამაშე, რომლის წინააღმდეგ თამაშიც გაუჭირდა, რას იტყვით ამის შესახებ?“

„არ ვიცი რა ვთქვა, მას კარგი მატჩი ჰქონდა, ბრწყინვალე ფეხბურთელია, თუმცა, ეს ჩოგბურთი არ არის, ფეხბურთი სოლო-სპორტი არ არის, რა თქმა უნდა, ერთ მომენტს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, მაგრამ ჩვენ 90 წუთი ვითამაშებთ, ამ დროს მთელი გუნდი კონცენტრირებული უნდა იყოს“.

საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებები ერთმანეთს 10 დეკემბერს შეხვდებიან.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე