ბეტა ვერსია

რონალდუს მე-500 ლიგური გოლი და პოკერი

რონალდუს მე-500 გოლი ჩემპიონატებში | Setanta Sports

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონატებში მე-500 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა ალ ნასრის შემადგენლობაში პირველი პოკერი შეასრულა.

რონალდუმ ალ ნასრში გოლების რაოდენობა 5-მდე გაზარდა. ოქროს ბურთის 5-გზის გამარჯვებულმა ალ ვეჰდას 4 გოლი გაუტანა.

რონალდუს პოკერი – მიმოხილვა ალ ვეჰდა 0:4 ალ ნასრი

რონალდუმ ალ ვეჰდას კარი 21-ე, 40-ე, 53-ე და მე-60 წუთებზე აიღო.

მიმოხილვა ალ ვეჰდა 0:4 ალ ნასრი – რონალდუს პოკერი

რონალდუს მე-500 გოლი

მე-500 ლიგური გოლი რონალდუმ მარცხენა ფეხით გაიტანა. საგოლე გადაცემა აბდულრაჰმან ღარიბმა მიითვალა.

ჩემპიონატებში რონალდუს სტატისტიკა ასე გამოიყურება:

მომდევნო მატჩს კრიშტიანუ რონალდუ და ალ ნასრი 17 თებერვალს ალ თავუნის წინააღმდეგ გამართავენ.

ავტორის შესახებ

ირაკლი იმედაძე

ირაკლი იმედაძე

მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

Access our streaming platform

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე