სარჩევი
Ronaldo's first goal in Saudi Arabia
2023 თებ 03, 21:41 შშ
1 წუთის საკითხავი

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთში პირველი გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა ალ ნასრს ქულა ბოლო წუთებზე გადაურჩინა.

რონალდუს პირველი გოლი ალ ნასრში

რონალდუმ გოლების ანგარიში საუდის არაბეთშიც გახსნა. პორტუგალიელმა ალ ფატიჰთან მატჩში პენალტი ზუსტად შეასრულა.

რონალდუს პირველი გოლი საუდის არაბეთში

ალ ფატიჰი 2:2 ალ ნასრი – მიმოხილვა

ალ ფატიჰი 2:1-ს იგებდა, როდესაც მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. 11-მეტრიანი კი ალ ნასრის კაპიტანმა ზუსტად გამოიყენა.

მანამდე გოლები მასპინელთაგან კრისტიან ტეიომ და ბენდებკამ გაიტანეს. ალ ნასრიდან ერთი გოლი ტალისკას ანგარიშზე იყო.

რონალდუმ დამატებული წუთების გამოყენების მიზნით, გატანის შემდეგ, ბურთი მალევე ცენტრისკენ წამოიღო, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ალ ფატიჰი 2:2 ალ ნასრი – მიმოხილვა

ბოლო კომპენსირებულ წუთზე არბიტრმა, ალ ნასრის შემტევი ტალისკა უხეშობისთვის გააძევა.

ქულის აღების შემდეგ ალ ნასრი საუდის არაბული პრო ლიგაში გალიდერდა. ალ ნასრს 34 ქულა აქვს და აშ შაბაბს ბურთების უკეთესი ბალანსით სჯობნის.

მომდევნო მატჩს ალ ნასრი 9 თებერვალს ალ ვეჰდას წინააღმდეგ ჩაატარებს.