რონალდუს ინტერვიუ – მთავარი

რონალდოს ინტერვიუ - მთავარი | Setanta Sports

კრიშტიანუ რონალდუს ინტერვიუ პირს მორგანთან ბოლო დღეების მთავარი თემაა. რონალდუმ კრიტიკულად ისაუბრა თავის კლუბზე, მის მმართველებსა და კლუბის პოლიტიკაზე, ყოფილ და ამჟამინდელ მწვრთნელზე. მსოფლიო ჩემპიონატამდე სულ მცირე დრო რჩება, ინგლისელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ ის არასწორად მოიქცა, თავისი თავიც დააზარალა და მისი თანაგუნდელებიც, პორტუგალიელები კი ყველაფერს უარყოფენ და ამბობენ, რომ ნაკრებში იდეალური გარემოა.

არადა, ინტერვიუს შემდგომ შეხვედრებზე ჩანს, რომ რონალდუს ცივად ხვდებიან, როგორც ბრუნო ფერნანდეში, ისე ჟოაუ კანსელო, ხოლო ბერნარდუ სილვამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ინტერვიუში რონალდუ საუბრობს არა მხოლოდ  კარიერულ წინააღმდეგობებზე, არამედ პირადი ცხოვრების ტრაგედიაზეც. კრიშტიანუს მცირე ხნის წინ ახალშობილი ვაჟი დაეღუპა, რისი გადატანაც ოჯახს ძალიან გაუჭირდა.

 „ჯიო სახლში დაბრუნდა და ბავშვებმა კითხვები დააყარეს, – სად არის ბავშვი? მაგიდიდანაც იგივე კითხვები ისმოდა, – დედა, სად არის ბავშვი? ერთი კვირის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებთან გულწრფელები ვყოფილიყავით, მათ ვუთხარით, რომ ანხელი სამოთხეშია“.

რონალდუმ ასევე თქვა, რომ ის შვილის ფერფლს სახლში ინახავს, მამის ფერფლთან ერთად, რომელიც 2005 წელს გარდაიცვალა.

„მე მათ მუდმივად ვესაუბრები, ისინი ჩემს მხარეზე არიან, ისინი მეხმარებიან, რომ უკეთესი ადამიანი და უკეთესი მამა ვიყო. და ეს არის ის, რითიც ვამაყობ, გზავნილი, რომელსაც მათგან ვიღებ, განსაკუთრებით ჩემი შვილისგან“.

რონალდუმ ისაუბრა კლუბის არჩევაზე და აღიარა, რომ ემოციური გადაწყვეტილება მიიღო.

„სიტიში გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ამ დროს გული გკარნახობს ყველაფერს, მანჩესტერში გატარებულმა პერიოდმა და სერ ალექს ფერგიუსონმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს“.

რონალდუმ არ დაინდო არც რალფ რანგნიკი და არც მმართველები.

„მათ სულშერი მოხსნეს და მის ნაცვლად სპორტული დირექტორი მოიყვანეს, ის მწვრთნელიც კი არ არის, წარმოდგენა არ მაქვს რას აკეთებდა რანგნიკი იუნაიტედში“.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე