რეალი vs ვალენსია – Preview

რეალი vs ვალენსია | Setanta Sports

ესპანეთის სუპერ თასი, პირველ ნახევარფინალში მადრიდის რეალი და ვალენსია ითამაშებენ. რეალი ლა ლიგის გამარჯვებულია, ხოლო ვალენსია კოპა დელ რეის ფინალისტი.

სად და როდის ტარდება რეალი vs ვალენსია

  • ლოკაცია: ერ რიადი, საუდის არაბეთი
  • სტადიონი: მეფე ფაჰდის საერთაშორისო სტადიონი
  • დრო: ოთხშაბათი 11 იანვარი
  • დაწყების დრო: 23:00 თბილისის დროით

სად ვუყუროთ რეალი vs ვალენიას

ესპანეთის სუპერ თასი ექსკლუზიურად მხოლოდ setantasports.com-ზე იქნება.

Setanta Sports-ს მომხმარებლისთვის setantasports.com-ზე საახალწლო შეთავაზება აქვს. პრომოკოდის NY2023-ის გამოყენების შემთხვევაში, წლიური პაკეტის ღირებულება 129.99 ლარის ნაცვლად 90.99 ლარი იქნება.

მადრიდის რეალის სიახლეები

მადრიდის რეალმა ბოლო 5 შეხვედრაში 2 მოიგო, 2 წააგო და 1 ფრედ ითამაშა.

ვილიარეალთან კარლო ანჩელოტიმ კლუბის ისტორია კიდევ ერთ ასპექტში დაწერა. სამეფო გუნდმა თამაში ესპანელი ფეხბურთელის გარეშე არსებობის ისტორიაში პირველად დაიწყო.

ტრავმების გამო ბლანკოსს საუდის არაბეთში დავიდ ალაბა და ორელიან ჩუამენი ვერ დაეხმარებიან. ალაბა ვილიარეალთან დაშავდა, ხოლო ჩუამენი – ვარჯიშზე.

საწვრთნელ პროცესს გუნდთან ერთად დაუბრუნდა დანი კარვახალი, რომელსაც კუნთის პრობლემა ჰქონდა. ესპანური მედიის ცნობით, განაცხადში ყოფნის მიუხედავად, ოდრიოსოლა და მარიანო დიასი მატჩს გამოტოვებენ.

მადრიდის რეალის განაცხადი ესპანეთის სუპერ თასისზე | Setanta Sports
მადრიდის რეალის განაცხადი ესპანეთის სუპერ თასზე

ვალენსიის სიახლეები

ჯენარო გატუზოს საუდის არაბეთში ნიკო გონსალესი ვერ დაეხმარება. ბარსელონადან იჯარით დამატებულმა 21 წლის ფეხბურთელმა, ტერფის ძვალზე 5 დღის ქირურგიული ჩარევა წარმატებით გადაიტანა.

ღამურებს ვერ დაეხმარება სამუ კასტილეხოც. მალაგაში დაბადებული გარემარბი, ტრავმის გამო ერთ თვეს გამოტოვებს,

ესპანური მედია რინო გატუზოს შემადგენლობაში ბევრ ცვლილებას ელის. მიზეზი ლა ლიგის ბოლო ტურში კადისთან მოულოდნელი მარცხია.’

მატჩამდე ბლანკოსმა ალ ნასრის ბაზაზე ივარჯიშა. სამეფო გუნდს ესტუმრა რუდი გარსიაც. ახალ გუნდში კრიშტიანუ რონალდუს ფრანგმა მწვრთნელმა ედენ აზარს ალ ნასრის მაისურიც აჩუქა.

რუდი გარსია და კარლო ანჩელოტი | Setanta Sports
რუდი გარსია და კარლო ანჩელოტი

სავარაუდო შემადგენლობები:

რეალი, 4-3-3: კურტუა; კარვახალი, მილიტაო, რიუდიგერი, ნაჩო; კროოსი, მოდრიჩი, ვალვერდე; როდრიგო, ბენზემა, ვინისიუსი.

რეალის ფეხბურთელები ერ რიადში | Setanta Sports
რეალის ფეხბურთელები ერ რიადში

ვალენსია, 3-4-3: მამარდაშვილი; დიახაბი, ქიომერთი, გაბრიელ პაულისტა; გაია, ხილამონი, მუსა, კორეია; ლინო, კავანი, კლაივერტი.

ურთიერთშეხვედრები სუპერ თასზე – რეალი vs ვალენსია

  • 4 მატჩი
  • 3 მოგება რეალს – 3:1 1947 წელი, 4:2 2008 წელი, 3:1 2020 წელი.
  • 1 მოგება ვალენსიას – 3:2 – 2008 წელი
  • გოლები 12:7

ვუგულშემატკივროთ გიორგი მამარდაშვილს

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის სუპერ თასზე პირველად ითამაშებს. მას რეალთან საკუთარი ანგარიშები აქვს.

საქართველოს ნაკრების მეკარეს სამეფო კლუბის წინააღმდეგ ერთხელ აქვს ნათამაშები.

8 მოგერიებული დარტყმის მიუხედავად გიორგის შეცდომაც ჰქონდა. რეალმა თამაში მესტალიაზე, 86-ე და 88-ე წუთებზე გატანილი გოლებით შემოატრიალა.

რეალი vs ვალენსია – კომენტარები მატჩამდე

“რთული მატჩი გველის, რთულ მოწინააღმდეგეს ვეთამაშებით, თუმცა გვსურს კიდევ ერთი ტიტული მოვიგოთ და წინა მატჩში განცდილი მარცხი დავივიწყოთ.

ანჩელოტიმ ვილიარეალთან დაშვებული შეცდომების შესახებ ვიდეო გვიჩვენა და შესაბამისი დასკვენიც გამოვიტანეთ.

ყველა მწყობრშია. შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვინც ითამაშა, ისინი ოდნავ მეტად გადაიღალნენ, თუმცა მთლიანობაში თავს ყველა კარგად ვგრძნობთ”.

ტიბო კურტუა – მადრიდის რეალის მეკარე

“ჩვენთვის ყველა ტიტული მნიშვნელოვანია. გასულ წელს სუპერ თასზე გამარჯვებამ დარჩენილ თვეებში მოტივაცია მოგვცა, იმედია, ახლაც ასე იქნება.

გუნდის ახლანდელ დონეს რაც შეეხება – ვფიქრობდით, რომ კალენდრის ამ დროს, ამ დონეზე არ ვიქნებოდით, შესაბამისად კარგი შეგრძნება გვაქვს.

ჯერჯერობით თავს უხეიროდ ვიცავთ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატმა რამდენიმე ფეხბურთელზე გავლენა მართლაც მოახდინა. ვნახოთ, ხვალ რა იქნება.

გატუზო? – ჩვენ ერთად ბევრი კარგი მოგონება გვაქვს. ჩვენ შორის იყო პირადი პრობლემებიც, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ მსურს”.

კარლო ანჩელოტი – მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი

“ლა ლიგა და სუპერ თასი ერთმანეთისგან განსხვავებული ტურნირებია. მატჩს შესაძლო მაქსიმალური ენთუზიაზმით ვხვდებით. ეს თასისთვის ბრძოლაა და ჩვენ ბოლო ორი მარცხი უნდა დავივიწყოთ და ვკონცენტრირდეთ, თუ როგორ დავამარცხოთ რეალი.

როგორც ყოველთვის, რეალთან ძალიან რთულ მატჩს ველით. ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ, მოწინააღმდეგეს მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავს.

სუპერ თასის წინა მატჩში, 2020 წელს რეალმა უბრალოდ შანსი არ დაგვიტოვა.

ბოლო მატჩებში დაშვებული შეცდომები გავაანალიზეთ. აქამდე აგრესიული, რთულად დასამარცხებელი გუნდი ვიყავით, ეს უნდა დავიბრუნოთ”.

ხოსე ლუის გაია – ვალენსიის კაპიტანი

“ანჩელოტისთან პირადად განსახილველი არაფერი მაქვს. როდესაც ის ნაპოლის წვრთნიდა, მე მუშაობა დავიწყე, პრესამ – კი საუბარი. მე მას დიდ პატივს ვცემ და ამაზე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ეს მხოლოდ პროფესიული პრობლემა იყო.

ჩვენ ერთად ბევრი ტიტული მოვიგეთ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მე მას დიდ პატივს ვცემ, როგორც ადამიანური ასევე საფეხბურთო თვალსაზრისით.

კარგი დროება ნამდვილად არ გვიდგას, თუმცა ასეთი თამაშები შანსია თავდაჯერების დასაბრუნებლად. დიდებული მენტალობისა და კლასის გუნდს ვეთამაშებით. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. მატჩს საუკეთესო მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ.

კადისთან განცდილი მარცხის შემდეგ, ცხადია კითხვის ნიშნები მაქვს. ტაქტიკურად და ტექნიკურად აუცილებლად უნდა მოვუმატოთ”.

ჯენარო გატუზო – ვალენსიის მთავარი მწვრთნელი

მადრიდის რეალს სუპერ თასი და მისი წინამორბედი ტიტულები 19 მცდელობიდან 13-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ვალენსიას 8 მცდელობიდან – 2-ჯერ.

პირდაპირი ტრანსლაცია setantasports.com-ზე 22:55 წუთიდან დაიწყება.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე