ესპანეთის სუპერ თასი ექსკლუზიურად setantasports.com-ზე

ესპანეთის სუპერ თასი | Setanta Sports

მადრიდის რეალი, ბარსელონა, ბეტისი და ვალენსია – ლა ლიგის 4 გუნდი ესპანეთის სუპერ თასს გაითამაშებს. გიორგი მამარდაშვილი სუპერკოპა დე ესპანიაზე პირველად ითამაშებს.

setantasports.com-ის მაყურებელი ესპანეთის სუპერ თასს 2023 წელსაც ნახავს. ნახევარფინალებისა და ფინალის ხილვა OTT პლათფორმის მომხმარებელს 11-15 იანვარს პირდაპირ ეთერში შეეძლება.

ამავდროულად, Setanta Sports-ი მომხმარებელს სპეციალურ საახალწლო პაკეტსაც სთავაზობს.

ფორმატი

ტრადიციული ტურნირი ოთხგუნდიანი ფორმატით 2019-2020 წლების სეზონიდან ტარდება. სუპერ კოპა ესპანიაში მონაწილეობას ლა ლიგის ორი საუკეთესო გუნდი და ესპანეთის თასის ფინალისტები იღებენ.

მონაწილეები

საუდის არაბეთში გასამართ ოთხთა თასზე მონაწილეობას მადრიდის რეალი, კატალონიის ბარსელონა, ბეტის ბალომპიე და ვალენსია მიიღებენ.

ნახევარფინალური წყვილები:

  • რეალი-ვალენსია
  • ბეტისი-ბარსელონა
რეალი vs ვალენსია | Setanta Sports
რეალი vs ვალენსია

რეალ მადრიდი

რეალი პრესტიჟული ჯილდოსთვის ლა ლიგისა და სუპერ თასის მოქმედი გამარჯვებულის რანგში იასპარეზებს. კარლო ანჩელოტის გუნდმა ჩემპიონატში ბარსელონას 13 ქულით აჯობა.

სამეფო გუნდმა სუპერ თასზე ნახევარფინალში იმავე ბარსელონას დამატებით დროში 3:2 აჯობა, ხოლო ფინალში ბილბაოს ატლეტიკს 2:0 სძლია.

რეალი სუპერ თასზე მე-19-ედ ითამაშებს. ბლანკოსს აქედან ტიტული 12-ჯერ აქვს მოგებული.

ბარსელონა

კატალონიურმა გუნდმა წინა გათამაშებაში მონაწილეობა კოპა დელ რეის გამარჯვებულის რანგში მიიღო. ბარსელონას სუპერ თასზე ყველაზე მეტჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული და ყველაზე მეტი მოგებაც მის ანგარიშზეა.

2022-2023 ბლაუგრანასთვის ეს სუპერ თასის 27-ე გამოცდილება იქნება. ბარსას ანგარიშზე 13 გამარჯვებაა. ჩავის გუნდს, ცხადია, პრინციპულ მეტოქე რეალთან რევანშის აღება სურს.

ბოლოს ამ ტიტულს ბარსელონა 2017-2018 წლების სეზონში ფლობდა, როდესაც ესპანურმა გრანდმა ლა ლიგაც მოიგო და კოპა დელ რეიც. ხოლო სუპერ თასზე სევილიას აჯობა. კატალონიელებს ახალი ფორმატით სუპერ თასი მოგებული არ აქვთ.

ბეტისი

ბეტისის ტრიუმფი Setanta Sports-ის მაყურებელმა ესპანეთის თასზე გასულ სეზონში იხილა. სევილიურმა გუნდმა კოპა დელ რეი ისტორიაში მესამედ და 2005 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

რეალ ბეტისი სუპერ თასზე მეორედ იასპარეზებს. წინა ჯერზე გუნდმა თასი ბარსელონასთან ორმატჩიან დუელში დათმო.

მანუელ პელეგრინის გუნდი კვლავ დაცვითი ფეხბურთით გამოირჩევა. სევილიელებს ცოტა გააქვთ, თუმცა კიდევ უფრო ცოტას უშვებენ.

ბეტისი vs ბარსელონა | Setanta Sports
ბეტისი vs ბარსელონა

ვალენსია

ვალენსიასთან ერთად გიორგი მამარდაშვილი სუპერ თასზე პირველად ითამაშებს. ღამურებმა კოპა დელ რეის ფინალი ბეტისთან პენალტების სერიაში დათმეს.

სუპერ თასზე ვალენსიამ ბოლოს 2019-2020 წლების სეზონში ითამაშა. ესპანეთის თასის მოქმედი გამარჯვებულის რანგში ვალენსია ნახევარფინალში ზინედინ ზიდანის მადრიდის რეალთან დამარცხდა.

მაშინ ვალენსიას ალბერტ სელადესი წვრთნიდა. იმ გუნდიდან დღევანდელი ფორმაციის ვალენსიაში ფეხბურთელთა უმეტესობა აღარ თამაშობს. სელადესის შემდეგ, ჯენარო გატუზომდე, გუნდმა 4 მთავარი მწვრთნელი შეიცვალა.

ვალენსია სუპერ თასისთვის მე-6-ედ იბრძოლებს. ღამურებს ტიტული ერთხელ, 1999 წელს აქვთ მოგებული.

საახალწლო შეთავაზება

setantasports.com-ის მომხმარებელს წლიური პაკეტის შეძენის დროს სოლიდური ფასდაკლების მიღება შეუძლია. პრომოკოდის: NY2023 გამოყენების შემთხვევაში წლიური პაკეტის ღირებულება 129.99 ლარის ნაცვლად 90.99 ლარი იქნება.

ლოკაცია და კალენდარი

სუპერ კოპა ესპანია კვლავ საუდის არაბეთში გაიმართება. გასული წლის მსგავსად, მატჩებს ერ რიადში, მეფე ფაჰდის სახელობის საერთაშორისო სტადიონი უმასპინძლებს.

ნახევარფინალები 11 იანვარს გაიმართება, ხოლო ფინალში სუპერ თასის გამარჯვებული 15 იანვარს გახდება ცნობილი.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე