სარჩევი
ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ბრძოლაში მე-17 ადგილზე გავიდა | Setanta Sports
2023 ოქტ 30, 22:22 შშ
3 წუთის საკითხავი

ოქროს ბურთი 2023 – ხვიჩა კვარაცხელია მე-17 ადგილზე გავიდა. Ballon D’or საუკეთესო 30 ფეხბურთელის სიიდან მოთამაშეების დაკავებულ ადგილებს ასაჯაროვებს.

ხვიჩა კვარაცხელიას ისტორიული მიღწევა. ქართველი ფეხბურთელი 2022-23 წლების სეზონის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის ბრძოლაში მე-17 ადგილზე გავიდა.

კვარა 1981 წლის შემდეგ პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ოქროს ბურთის ნომინანტებში მოხვდა. ბოლო ეს პატივი რამაზ შენგელიას, ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანს ხვდათ წილად.

ოქროს ბურთი – ხვიჩა კვარაცხელია – 17

Ballon D’or პარიზში გასამართ დაჯილდოებამდე საუკეთესო 30-ეულის ადგილებს თანდათან ასაჯაროვებს. კვარა მე-20-დან მე-15 ადგილამდე სიაში მოხვდა.

  • მე-20 ლაუტარო მარტინესი
  • მე-19 ჰარი კეინი
  • მე-18 ჯუდ ბელინგემი
  • მე-17 ხვიჩა კვარაცხელია
  • მე-16 ქარიმ ბენზემა

ცხადია, დიდებული შედეგია. საუკეთესო 10 ფეხბურთელს კი შატლეს თეატრში, უშუალოდ ოქროს ბურთის ტრადიციულ დაჯილდოვებაზე გამოაცხადებენ.

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთი 17 | Setanta Sports

ხვიჩა კვარაცხელია 2022-23 სეზონი

კვარამ ნაპოლიში სადებიუტო სეზონი ჩაატარა. ჩაატარა და ყველა გააოცა. აბა რა ბევრი შეხსენება გჭირდებათ, რომ ‘ნუმერო სეტანტა სეტე’ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

კვარამ იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემაც დააგროვა. ქართველმა ნაპოლისთვის ისტორიული, მე-3 სკუდეტოს მოგებაში, საკვანძო როლი ითამაშა.

კვარას სერია A-ში ყველაზე მეტი 10 საგოლე გადაცემა ჰქონდა. მთლიანად იტალიური სეზონი კი ჩემპიონატში 12 გოლითა და 10 ასისტით დაასრულა.

ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელია საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველი ფეხბურთელისთვის ესეც უნიკალური მიღწევაა. ხვიჩამ აქაც საკვაძო როლი ითამაშა, ნაპოლი კი ტურნირს მე-1/4 ფინალში, მილანთან გამოეთიშა.

ჩემპიონთა ლიგაზე კვარას სტატისტიკა 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა იყო.

ოქროს ბურთი 2023-ის შედეგები

ამ დროისთვის შედეგები მე-10-დან 30-ე ადგილის ჩათვლით არის ცნობილი. სია ასე გამოიყურება.

  • 1. ლიონელ მესი
  • 2. ერლინგ ჰოლანდი
  • 3. კილიან მბაპე
  • 4. კევინ დე ბრუინი
  • 5. როდრი
  • 6. ვინისიუსი
  • 7. ხულიან ალვარესი
  • 8. ვიქტორ ოსიმენი
  • 9. ბერნარდუ სილვა
  • 10. ლუკა მოდრიჩი
  • 11. მოჰამედ სალაჰი
  • 12. რობერტ ლევანდოვსკი
  • 13. იასინ ბუნუ
  • 14. ილქაი გიუნდოგანი
  • 15. ემილიანო მარტინესი
  • 16. ქარიმ ბენზემა
  • 17. ხვიჩა კვარაცხელია
  • 18. ჯუდ ბელინგემი
  • 19. ჰარი კეინი
  • 20. ლაუტარო მარტინესი
  • 21. ანტუან გრიზმანი
  • 22. კიმ მინ ჯე
  • 23. ანდრე ონანა
  • 24. ბუკაიო საკა
  • 25. იოშკო გვარდიოლი
  • 26. ჯამარ მუსიალა
  • 27. ნიკოლო ბარელა
  • 28-29, მარტინ ოდეგორი
  • 28-29. რანდალ კოლო მუანი
  • 30. რუბენ დიაში