ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ Uefa.com-თან

ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ Uefa.com-თან | Setanta Sports

აინტრახტთან მატჩამდე Uefa.com-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ვრცელი საუბარი ქართულ ენაზე შედგა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ნაპოლიმ აინტრახტი სტუმრად 0:2 დაამარცხა. ქართველმა პენალტის გაფუჭების მიუხედავად, გენიალური საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ზე

კვარამ Uefa.com-თან საუბარი სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო. მისი თქმით, ამ ორ ტურნირზე თამაში ადრე მისთვის წარმოუდგენელი იყო.

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ზე

კვარა ჩემპიონთა ლიგის შესახებ

ხვიჩას ნაპოლიმდე საქართველოს ეროვნულ ლიგასა და რუსეთის პრემიერ ლიგაში უთამაშია. ინტერვიუს მომდევნო შეჩერება ტურნირებს შორის სხვაობა იყო.

კვარას აზრით, ჩემპიონთა ლიგასა და სხვა ტურნირებს შორის მთავარი განსხვავება ტემპშია.

კვარა ფეხბურთის სტილის სხვაობაზე

ხვიჩა კვარაცხელია კვარადონას შესახებ

“თავდაპირველად, მარადონასთან, ასეთი დონის ფეხბურთელთან ასოცირება დაუჯერებელი იყო. ამას ნამდვილად არ ველოდი, თუმცა ამ ფაქტმა დამატებითი მუხტი შემძინა”, – ამბობს კვარა.

სათამაშო მანერასა და სტილში სხვაობის გარდა ნეაპოლში კვარასგან სკუდეტოსაც ელიან. პართენოპეიმ ბოლო იტალიის ჩემპიონობა მარადონასთან ერთად იზეიმა, ახლა კი ხვიჩასი ეიმედებათ.

ხვიჩა კვარაცხელია კვარადონას შესახებ

კვარაცხელია ფაბრიციო რავანელის შესახებ

“ხვიჩა არ არის ჭანჭიკი ავტომობილის მექანიზმში. მისი მსგავსი ფეხბურთელი მსოფლიოში ცოტაა. ის საზრიანი და არაპროგნოზირებადია” – ფაბრიციო რავანელის ამ შეფასების მიუხედავად, კვარა საკუთარ თავზე საუბარს კვლავ მოერიდა.

“ამას მედიასა და ფეხბურთში გარკვეულ ხალხს მივანდობ”, – ამბობს საქართველოს ნაკრების შემტევი.

კვარა ფაბრიციო რავანელის შესახებ

კვარა ქალაქ ნეაპოლზე

“აქ რამაც გამაოცა ის იყო, რომ ხალხი მართლაც ფეხბურთით ცოცხლობს. გარეთ იშვიათად გავდივარ, თუმცა როდესაც ამას ვაკეთებ, ავტომობილიდან ვხედავ, რომ ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს.

მათ უყვართ ფეხბურთი და აღმერთებენ მარადონას. სადაც არ უნდა გაიხედო, მარადონას[გრაფიტი და სხვ.] დაინახავ. ტაქსის მძღოლებსაც კი ავტომობილზე მარადონა ჰყავთ დახატული. მარადონა აქ ღმერთივითაა”.

ხვიჩა კვარაცხელია
კვარაცხელია ნეაპოლზე

ხვიჩა კვარაცხელია მამის შესახებ

ხვიჩას მამაც ფეხბურთელი იყო. მომდევნო კითხვა კი ბადრი კვარაცხელიასა და შვილის საფეხბურთო ცხოვრებაზე, მის გავლენას შეეხებოდა.

საინტერესოა, რომ ხვიჩას მსგავსად, აინტრახტის მწვრთნელი ოლივერ გლასნერი, ბადრი კვარაცხელიასაც დამარცხებული ჰყავს. 1997 წელს უფროსმა კვარაცხელიამ თბილისის მერანის მაისურთი გოლი გლასნერის რიდს, ინტერტოტოს თასზე გაუტანა.

ხვიჩა კვარაცხელია მამის შესახებ

კვარა დინამო ბათუმსა და საქართველოს ჩემპიონატზე

დინამო ბათუმში კვარამ რუბინის რთული პერიოდი დაძლია. ამაზე ქართველი ფეხბურთელი Uefa.com-თანაც საუბრობს.

კვარა დინამო ბათუმზე
ხვიჩა საქართველოს ჩემპიონატზე

კვარა ანდრეს კარასკოზე

კვარაცხელია დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია. setantasports.com-მა აკადემიის ხელმძღვანელ ანდრეს კარასკოსთან ინტერვიუც შემოგთავაზათ.

ესპანელ სპეციალისტსა და მის წვლილზე ქართველი ფეხბურთელი დადებით კონტექსტში საუბრობს.

კვარას ბავშვობა, გუტი და ქუსლით პასი

“გუტის ამ საგოლე გადაცემაზე ჰკითხავენ”, – ვთქვი აინტრახტთან შედევრალური საგოლე პასის შემდეგ. თუმცა იმ მომენტში არც კი გამხსენებია, რომ ხოსე მარია გუტი კვარაცხელიას ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელია.

ალუზიისა და პარალელის მიზეზი, ქუსლით მოხდენილი პასი იყო, რომელიც კლასითა შესრულებით, გუტის მომენტს როგორც მინიმუმ, არ ჩამოუვარდებოდა.

კვარას ბავშვობა, გუტი და 14 ნომერი

ხვიჩა ნომერ 77-სა და აგენტ მამუკა ჯუღელზე

სეზონის წინ იტალიური მედია წერდა კვარაცხელიამ ნაპოლიში 77 ნომერს ჯადო უნდა ახსნასო. ჰოდა, თავად კვარა მიზეზს განმარტავს და იქვე მენეჯერთან ურთიერთობაზე საუბრობს.

ხვიჩა 77 ნომერსა და აგენტ მამუკა ჯუღელზე

კვარა თავისუფალი დროის შესახებ

კვარა თავისუფალი დროის შესახებ

ბლიცი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად

ბლიცი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად

სად და როდის ვუყუროთ კვარას თამაშს ემპოლისთან

ემპოლი – ნაპოლის მატჩი 25 თებერვალს Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე იქნება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 20:55 წუთიდან იქნება შესაძლებელი.

30%-იანი ფასდაკლება და პრომოკოდი

setantasports.com-ის წლიური პაკეტის გამოწერისას 30 %-იანი ფასდაკლების მიღებაა შესაძლებელი. ამისთვის პრომო კოდის 30OFF გამოყენებაა საჭირო.

ავტორის შესახებ
საბა საპანაძე
საბა საპანაძე
მე სპორტული ჟურნალისტი ვარ. ამ სფეროში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება მაქვს. Setanta Sports-თან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ, ერთად ბევრი საინტერესო პროექტი შევქმენით. ბოლო პერიოდში ჩემი გამორჩეული მიღწევა ჩვენი ქვეყნის 2 გამორჩეულ ფეხბურთელზე გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გადაღებული დოკუმენტური ეპიზოდია. ჩემი ძირითადი აქცენტი ქართული ფეხბურთი და ქართულ ფეხბურთში არსებული მოვლენებია

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე