სარჩევი
ლეო მესი ოქროს ბურთის გამარჯვებულია, კვარა მე-17-ეა | Setanta Sports
2023 ოქტ 31, 01:34 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

ლეო მესი 2022-23 წლების საუკეთესო ფეხბურთელია. არგენტინელმა ისტორიაში მე-8 ოქროს ბურთი მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ საბოლოოდ, მე-17 ადგილი დაიკავა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

ნომინირებულნი იყვნენ – ბელინგემი, პედრი, გავი, მუსიალა, კამავინგა. ჯილდო ბელინგემს ხვდა წილად.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებსა და ჩემი ოჯახის წევრებს. დიდი მადლობა ამ აღიარებისთვის”.

ახალმა კლუბმა ძალიან კარგად მიმიღო, ყველა მეხმარება და ეს თამაშზეც აისახება. წნეხს, რა თქმა უნდა, ვგრძნობ, მაგრამ მინდა ეს ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო. აქ არიან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, მიხარია, რომ აქ ვარ”, – თქვა ბელინგემმა.

ვიდეოჩართვით ბელინგემს ჯამალ მუსიალამ მიულოცა, ისინი ერთად თამაშობდნენ ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში.

სოკრატესის ჯილდო

სოკრატესის ჯილდო, გამორჩეული ადამიანური უნარებისა და სამართლიანი თამაშისათვის ვინისიუს ჯუნიორს გადაეცა, რომელიც ქველმოქმედებისა და პროფესიონალიზმისთვის გამოარჩიეს.

“მე ვამაყობ შენით არა მხოლოდ იმიტომ რასაც ბავშვებისთვის აკეთებ, არამედ რასიზმთან ბრძოლის გამოც”, – უთხრა წამყვანმა დიდიე დროგბამ ვინისიუს ჯუნიორს.

ლევ იაშინის ჯილდო

წარდგენილები იყვნენ – იასინ ბონუ, ტიბო კურტუა, ედერსონი, ემილიანო მარტინესი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.

გამარჯვებული ემილიანო მარტინესი გახდა, რასაც დარბაზში სტვენა მოჰყვა. ცერემონია პარიზში ტარდებოდა, მარტინესმა კი სამუდამოდ შეაძულა თავი ფრანგებს.

გერდ მიულერის ჯილდო

საუკეთესო თავდამსხმელისათვის განკუთვნილი ჯილდო ერლინგ ჰოლანდს გადაეცა. გამარჯვებულის გამოვლენა ყველაზე მარტივი ამ ნომინაციაში იყო, რადგან ჯილდო ყველაზე მეტი გოლის ავტორს ხვდა წილად – 56 გოლი სეზონში. ხუთეულში მოხვდნენ რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი, ჰარი კეინი და კილიან მბაპე.

საუკეთესო გუნდი

საუკეთესო გუნდი ჰეთთრიქის ავტორი მანჩესტერ სიტი გახდა. მათ ცერემონიაზე შვიდი ნომინანტი ჰყავდათ სხვადასხვა ნომინაციაში. საუკეთესო ათეულიდან კი ხუთი ფეხბურთელი იყო მანჩესტერ სიტიდან.

ჯილდო სიტის გენერალურმა დირექტორმა, ფერან სორიანომ ჩაიბარა.

საუკეთესო ათეული

  • 10. ლუკა მოდრიჩი
  • 9. ბერნარდუ სილვა
  • 8. ვიქტორ ოსიმენი
  • 7. ალვარესი
  • 6 ვინისიუსი
  • 5. როდრი
  • 4. კევინ დე ბრუინი
  • 3. კილიან მბაპე
  • 2. ერლინგ ჰოლანდი
  • 1. ლიონელ მესი