ნაპოლი – სალერნიტანა – მატჩის დრო შეიცვალა

ნაპოლი სალერნიტანა დრო შეიცვალა | Setanta Sports

ნაპოლი – სალერნიტანა – შესაძლო საჩემპიონო თამაშს ნაპოლი შაბათის ნაცვლად კვირას ჩაატარებს. გადაწყვეტილება ოფიციალურად დადასტურდა.

ნაპოლი – სალერნიტანას დროის შეცვლის მიზეზი

ნაპოლის სურდა, რომ სალერნიტანასთან მატჩი, ინტერი-ლაციოს პარალელურად ჩატარებულიყო. მიზეზი ნათელია – თუკი ნაპოლიმ თავისი მატჩი მოიგო და ლაციომ ინტერთან ვერ გაიმარჯვა, პართენოპეი ჩემპიონობას 32-ე ტურშივე გაინაღდებს.

სამხრეთელებს, სურდათ ყველაზე ახლო მდევართან ერთად პარალელურად ეთამაშათ. ამით, მატჩსაც პოტენციურ ჩემპიონობასაც ისეთივე ელფერი ექნებოდა, როგორც ეს ბოლო ტურებში, ერთდროულად მიმდინარე მატჩების დროსაა, ხოლმე.

აქამდე, ნაპოლი – სალერნიტანა შაბათს, თბილისის დროით 17:00 საათზე იყო ჩანიშნული. თუკი ნაპოლი გაიმარჯვებდა, მერე ლაციო-ინტერის შედეგს უნდა დალოდებოდა.

ახლა კი, ნეპოლელებმა საწადელს ნაწილობრივ მიაღწიეს. სალერნიტანას წინააღმდეგ, მატჩის დასრულების თანავე, კვარას გუნდს ზუსტად ეცოდინება გაჩემპიონდა თუ არა, რადგან ინტერი-ლაციო დასრულებული იქნება.

საგულისხმოა, რომ თუკი ნაპოლიმ სალერნიტანა ვერ დაამარცხა, ლაციომ სულ რომ ინტერთან წააგოს, საჩემპიონო ზეიმი მინიმუმ მომდევნო ტურისთვის გადაიდება.

ამ ცვლილებამ უდინეზე – ნაპოლის მატჩის დროც შეცვალა. უდინეში გასამართი შეხვედრა ოთხშაბათის, 2 მაისის ნაცვლად, მომდევნო დღეს გაიმართება.

ნაპოლი – სალერნიტანა – ვინ მიიღო დროის შეცვლის გადაწყვეტილება

ნეაპოლის პრეფექტმა ნაპოლი – სალერნიტანას მატჩის დროის ცვლილების თხოვნით Lega Serie A-ს მიმართა.

სერია A უარზე იყო, თუმცა იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ვეღარ შეეწინააღმდეგებოდა.

საკითხზე მსჯელობამ თითქმის 3 დღეს გასტანა. მიზეზი მატჩის დროის ცვლილების კომპლექსურობაა. უნდა გათვალისინებულიყო სხვადასხვა მაუწყებლის ინტერესიც. მაგალითად, DAZN-ს სამატჩო დროის სივრცის არევაზე ჰქონდა პრობლემა.

შაბათის ე.წ. Time Slot-ის გარდა შუა კვირაში, 2 მაისს გასამართი უდინეზე-ნაპოლის დროც შეიცვლებოდა. ეს კი პროგრამულ ნაწილში დიდ ცვლილებებს გამოიწვევდა.

საბოლოო გადაწყვეტიელება ნეაპოლის პრეფექტურაში 19:00 საათზე გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

კვარა თავისუფლება ჩემი ხელწერაა | Setanta Sports

ნაპოლი – სალერნიტანა დრო – რა გეგმები ჰქონდა გუნდს

თუკი, ნაპოლი – სალერნიტანას მატჩის დრო არ შეიცვლებოდა, გუნდი ინტერი – ლაციოს ყურებას ერთად აპირებდა.

იმ სასტუმროში, რომელშიც გუნდი შაბათის მატჩისთვის გაჩერდებოდა, კვირას ადგილები აღარ იყო. შესაბამისად, საჭირო იყო ახალი ადგილის გამოძებნა.

გუნდის კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოს იდეა იყო, რომ მთელ გუნდს ლაციოს მატჩისთვის ბაზაზე ეყურებინა. მარჯვენა მცველს ბარბექიუს მომზადებაც სურდა.

მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო, ვინ მოამზადებდა ხორცს. uefa.com-თან ინტერვიუში, ხვიჩა კვრაცხელიამ ხომ თქვა, ბოლოს მარკეტში მწვადის შესაწვავად, წალამისთვის ვიყავიო.

სად და როგორ ვუყურო ნაპოლი – სალერნიტანას

ნაპოლი – სალერნიტანას მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე ნახავს.

შედეგად, ნაპოლი სალერნიტანას ლაივი თბილისის დროით 16:55-დან დაიწყება. ქართულენოვან რეპორტაჟს კომენტირებას ნიკა ტაბატაძე და გიორგი საძაგლიშვილი გაუკეთებენ.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე