სარჩევი
ინტერვიუ კვარას აგენტ მამუკა ჯუღელთან | Setanta Sports
2023 მარ 02, 14:21 შშ
2 წუთის საკითხავი

“ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში ყველაფერი მოსწონს, არავინ არსად არაფერს აპირებს ჯერჯერობით. თუ რაღაც ისეთი მოხდება, პირველ რიგში ეცოდინება ჯიუნტოლისა და მაურიციოს”. კვარას აგენტ, მამუკა ჯუღელთან ინტერვიუ GEO TEAM-მა ჩაწერა.

ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი – GEO TEAM-მა მამუკა ჯუღელთან ყველა აქტუალურ თემაზე ისაუბრა.

საინტერესოა, რომ კვარას მიმართ არსებული უდიდესი ინტერესის გამო ინტერვიუს ამონარიდები იტალიურმა და ესპანურმა მედიამ გამოაქყვენა.

მადრიდის რეალის ინტერესი კვარაზე

“სად დავადასტურე, რეალის ინტერესზე?”, – უთხრა მამუკა ჯუღელმა საბა საპანაძეს. თუმცა მოგვიანებით, პასუხის გაცემა დელიკატურად განაგრძო.

“ხვიჩას მადრიდის რეალი უყვარს. მამამისი და მე მაგალითად, ბარსელონას გულშემატკივრები ვართ ბავშვობიდან.

ხვიჩა ისეთი დონეა, რეალშიც მოხვდება, ბარსელონაშიც, მანჩესტერშიც და ლიდსშიც. მე ძალიან მინდა, რომ ბარსელონაში მოხვდეს…

რაა? ლიდსი გითხარი? მანჩესტერ სიტის ვგულისხმობდი. ლიდსში შენ წადი!

ვინც პირველი მოვა შეთავაზებით იქ რატომ უნდა წავიდეს? ან რა იცი, რომ უკვე მოსულები არ არიან”.

ირაკლი აზაროვი ცრვენა ზვეზდაში – შეცდომა

აზაროვის ცრვენა ზვეზდაში გადასვლას საკუთარ შეცდომას უწოდებს მამუკა ჯუღელი. ფეხბურთის მენეჯერისგან ამგვარი აღიარება, უდავოდ, მისასალმებელია. როგორც თავად ამბობს, “აზაროვის სიტუაციას მიხედვა სჭირდება” და მზად არის, “საკუთარი თანხითაც გამოისყიდოს ფეხბურთელი.

იტალიური ინტერესი გიორგი კვერნაძის მიმართ

ფროზინონე და ჰელას ვერონა გიორგი კვერნაძეს აკვირდებიან. ინფორმაციას თავად მამუკა ჯუღელი ადასტურებს. მენეჯერი ამბობს, რომ ყველაფერი თავად კვერნაძეზეა დამოკიდებული.

ჯუღელი კვერნაძისთვის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს თავის წარმოჩენის შანსად აღიქვამს.

სად და როგორ ვუყუროთ ნაპოლი – ლაციოს

სერია A-ს მომდევნო ტურში კვარას ნაპოლი ლაციოს უმასპინძლებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს setantasports.com-ისა და Setanta Sports-ის მაყურებელი 3 მარტს, 23:45 წუთიდან ნახავს.

მარტის სიგიჟე და პრომოკოდი

setantasports.com-ზე მარტის სიგიჟე დაიწყო. პრომოკოდის MAD2023-ის გამოყენების შემთხვევაში, 700-ზე მეტ ლაივ ტრანსლაციაზე სრულიად უფასოდ მიიღებთ წვდომას.