კვარაცხელიას ინტერვიუ Uefa.com-ზე აინტრახტთან მატჩამდე

კვარაცხელიას ინტერვიუ Uefa.com-ზე აინტრახტთან მატჩამდე | Setanta Sports

აინტრახტისა და ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩამდე საათებიღა რჩება. Uefa.com-ი ტრადიციულად მატჩის თაიმლაინს გვთავაზობს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ფრაზებიცაა.

Uefa.com DAZN-ის მიერ ჩაწერილი ინტერვიუს ნაწილებს აქვეყნებს. ხვიჩა კვარაცხელიას საერთაშორისო მულტიმედიური კომპანია გასული წლის მიწურულს ესაუბრა.

რას წერს Uefa.com კვარაცხელიაზე

ინტერვიუდან თაიმლაინზე რამდენიმე ეპიზოდია გამოტანილი. მათგან ერთ-ერთში კვარა ქალაქ ნეაპოლზე აღტაცებით საუბრობს.

“აქ რამაც გამაოცა ის იყო, რომ ხალხი მართლაც ფეხბურთით ცოცხლობს. გარეთ იშვიათად გავდივარ, თუმცა როდესაც ამას ვაკეთებ, ავტომობილიდან ვხედავ, რომ ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს.

მათ უყვართ ფეხბურთი და აღმერთებენ მარადონას. სადაც არ უნდა გაიხედო, მარადონას[გრაფიტი და სხვ.] დაინახავ. ტაქსის მძღოლებსაც კი ავტომობილზე მარადონა ჰყავთ დახატული. მარადონა აქ ღმერთივითაა”.

ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელია მეტსახელ კვარადონაზე

“თავდაპირველად, მარადონასთან, ასეთი დონის ფეხბურთელთან ასოცირება დაუჯერებელი იყო. ამას ნამდვილად არ ველოდი, თუმცა ამ ფაქტმა დამატებითი მუხტი შემძინა.

არ ვიცოდი, როგორი რეაქცია უნდა მქონოდა – მადლობა გადამეხადა თუ – რა მექნა. თანდათან შევეჩვიე და უნდა ვთქვა, რომ მსიამოვნებს, როდესაც ასეთ დიდებულ ფეხბურთელს მადარებენ”.

ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელია ნაპოლიში გადასვლაზე

“ალბათ მაინც რთულად წარმოვიდგენდი, ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ში თამაშს. თავიდან თავი სიზმარში მეგონა. თუმცა შემდეგ გავაანალიზე, რომ სხვა დონეზე ვთამაშობდი.

მატჩებისთვის განსხვავებული მზადება მჭირდებოდა, მათ შორის სატრენაჟორო დარბაზშიც. ვფიქრობ, კარგად და სწრაფად ვადაპტირდი”.

ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელია-ოსიმენი – საუკეთესო დუეტებში

Uefa.com-ი Corriere dello Sport-ის ბანერსაც აქვეყნებს. იტალიურმა მედიამ ტოპ ჩემპიონატებში საუკეთესო შემტევი დუეტების სია გამოაქვეყნა. კვარა-ოსიმენი მესამეზეა. სიაშია აინტრახტის კამადა-კოლო მუანის დუეტიც.

კვარაცხელია-ოსიმენი და კამადა-კოლო მუანი

სად და როგორ ვუყუროთ აინტრახტი vs ნაპოლის

აინტრახტი – ნაპოლის მატჩი Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე იქნება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 23:55 წუთიდან იქნება შესაძლებელი.

30%-იანი ფასდაკლება და პრომოკოდი

setantasports.com-ის წლიური პაკეტის გამოწერისას 30 %-იანი ფასდაკლების მიღებაა შესაძლებელი. ამისთვის პრომო კოდის 30OFF გამოყენებაა საჭირო.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე