სარჩევი
კარლსრუე vs ზანქტ პაული - ბუდუ ზივზივაძე ინტერვიუ | Setanta Sports
2024 აპრ 06, 21:25 შშ
3 წუთის საკითხავი

ბუდუ ზივზივაძე – ინტერვიუ და კარლსრუე vs ზანქტ პაულის პრევიუ – ქართველი ფორვარდი ბუნდესლიგა 2-ში მეორე შეხვედრას ჩაატარებს.

ბუდუ ზივზივაძე კარლსრუეს მატჩს ისევ ძირითადი შემადგენლობიდან იწყებს. ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ ქართველი შემტევი შინ BBBank Wildpark-ზე პირველად ითამაშებს.

წინა ტურში სამხრეთელებმა, სტუმრად აუფშალკეზე ითამაშეს. იქ, სადაც F ჯგუფში, EURO 2024-ზე საქართველო პორტუგალია გაიმართება. შალკე 0-0 კარლსრუე – ბუდუ აქტიური იყო, თუმცა აუფშალკეს მინდორი უგოლოდ დატოვა.

კარლსრუე vs ზანქტ პაული – პირდაპირი რეპორტაჟი

კარლსრუე vs ზანქტ პაული – მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-სა და Setanta Sports 2-ზე 22:25 წუთიდან დაიწყება.

მიმოხილვა – კარლსრუე vs ზანქტ პაული

ბუნდესლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში კრისტიან აიხნერის გუნდი 39 ქულით მე-7 ადგილზეა. კარლსრუე მე-3 ადგილზე მყოფ ჰამბურგს 9 ქულით ჩამორჩება. თუმცა იქვეა ფორტუნა, რომელსაც ჰამბურგზე 1-ით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

ზანქტ პაული გათამაშების ლიდერია. ჩრდილოელები 2010-11 წლების სეზონის შემდეგ, ბუნდესლიგაში დაბრუნებასთან ყველაზე ახლოს არიან. ფაბიან ჰიურცელერის გუნდი 57 ქულით 1-ელ პოზიციაზეა.

წყვილის პირველი შეხვედრა მილერნტორ შტადიონზე ზანქტ პაულიმ 2-1 მოიგო. ბუდუმ იმ მატჩში ბოლო 20 წუთი ითამაშა.

ბუდუ ზივზივაძე – ინტერვიუ

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ბუდუსთან მოკლე ინტერვიუ ჩავწერე. საქართველოს ნაკრების ცენტრ ფორვარდი ძველებურად კონცენტრირებული და შემართულია.

ჩვენი მოკლე გასაუბრება უფრო მსუბუქი კითხვებით დავტვირთე. დიალოგიც შესაბამისი გამოგვივიდა.

“ფიზიკურად კარგად ვარ, შალკეს მერე კარგად დავისვენე და ამ კვირაში ამ თამაშისთვის ენერგიულად ვემზადებოდი.

ეიფორიის ტალღამ გადაიარა და მეც ვცდილობ, უკვე ყველას აღარ ვუპასუხო, რადგან კონცენტრაცია მჭირდება დანრჩენილ თამაშებზე.

იგივე შემართებით, ვემზადები, რა თქმა უნდა, უკვე გუნდშიც ბევრი მომეთხოვება და გუნდიდანაც ბევრს ელიან, ამიტომ მზად ვარ ამ ყველაფრისთვის და ვეცდები ყველანაირად, რომ გუნდს დავეხმარო ყველა თამაშზე გამარჯვების მოპოვებაში.

პლეი ოფის მე-3 ადგილზე არ ვფიქრობთ და ჩემი აზრით, კარგია ზედმეტი წნეხი იქნება. ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და სეზონის ბოლოს თუ პლეი ოფი იქნება, რა თქმა უნდა ყველა ბედნიერი იქნება.

ევროპის ჩემპიონატისთვის იგივენაირად ვემზადები, როგორც აქამდე. ყველაფერი კარგად მიდის და როცა ყველაფერი კარგად მიდის ჩემი აზრით არ გჭირდება არაფრის შეცვლა.

როდესაც ნაკრებიდან დავბრუნდი კრისტიან აიხნერმა მომილოცა. ბედნეირი იყო, მკითხა – მზად თუ ვიქნებოდი შალკესთან თამაშისთვის, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

რაც შეეხება გუნდელების დახვედრას – კი, საქართველოს ბევრი დროშა იყო გასახდელში სადაც ვზივარ იმ ადგილას, რომლებიც მერე ავიღე და სახლში წამოვიღე.

მიპატიჟებაზე გამოხმაურებას და მოწერას რაც შეეხება, მათ შორის იყო ღიმილისმომგვრელი მესიჯებიც, მაგრამ დეტალებზე კონკრეტიზაციისგან ინტერვიუში თავს შევიკავებ.

გოლის ერთად აღნიშვაზე? – მე ვიცეკვებ იმ ცეკვას, რაც რესპუბლიკის მოედანზე და შენ მისამღერი იმღერე.”

ბუდუ ზივზივაძე

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზე 10 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ცხადია, ამ სტატისტიკის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ბუდუ ზანქტ პაულისთან ეცდება.