სარჩევი
2023 იან 31, 12:50 შშ
2 წუთის საკითხავი

საინტერესო შეხვედრები გაიმართა NBA-ში, ბოსტონთან გაძარცვული ლეიკერსი ბრუკლინს დაუპირისპირდა, ლუკა დონჩიჩი კი ტრავმის შემდეგ პარკეტს სწრაფად დაუბრუნდა.

ლეიკერსი vs ბრუკლინი

ანონსი მშვენიერია, თუმცა, მთავარი მოქმედი პირების გარეშე ჩაიარა. კევინ დურანტი, ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი ტრავმირებულნი არიან. მთავარი ვარსკვლავის სტატუსი კაირის დარჩა და მშვენიერი შეხვედრაც ჩაატარა.

ირვინგის ანგარიშზე 26 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. კაირიმი 7-დან 3 სამქულიანი გამოიყენა.

ლეიკერსს რასელ უესტბრუკმა ულიდერა და ორმაგი დუბლიც შეასრულა. რასმა 17 ქულა, 8 მოხსნა, 10 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.

ბრუკლინმა 121:104 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე პოზიციას იკავებს.

ლეიკერსი კვლავ მეცამეტეა დასავლეთში.

ლუკა დაბრუნდა

ცოტა შეგვაშინა, ფეხი იტკინა და სანამ გამოკველვას ჩაიტარებდა ხალხი შიშობდა რაიმე სერიოზული არ ყოფილიყო. საბედნიეროდ ყველაფერი რიგზეა, ლუკა დაბრუნდა!

დალასმა 111:105 მოიგო. მარტივი შეხვედრა არ ყოფილა, დეტროიტი პირველ ნახევარშიც ფლობდა უპირატესობას და მესამე მეოთხედის დასაწყისშიც, მაგრამ ლუკა ვერაფრით გააჩერეს.

დონჩიჩის ანგარიშზე 36 წუთში 53 ქულაა! 11-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, 8 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრაც მიითვალა.

ლუკამ პირველ მეოთხედში 24 ქულა ჩააგდო.

დონჩიჩის კარიერის საუკეთესო მაჩენებელი 60 ქულაა. დალასის ისტორიაში მეორე ადგილზე დირკ ნოვიცკია 53 ქულით, – ლუკამ ეს მაჩვენებელიც გაიმეორა.

მცირე შელაპარაკებაც მოუხდა დეტროიტის მთავარი მწვრთნელის ასისტენტთან, რის შესახებაც მატჩის შემდეგ ისაუბრა:

ეს მათი მწვრთნელის ასისტენტი იყო, მან დაიწყო შეძახილები პირველ მეოთხედში, არ მოეწონათ, რომ პასუხი დავუბრუნე, მათ მითხრეს ბურთს მიხედეო.. თუ რამეს მეტყვიან ვუპასუხებ, მათი არ მეშინია”.

დეტროიტის შემადგენლობაში ბოიან ბოგდანოვიჩი გამოირჩა – 29 ქულა, 5 მოხსნა და 2 ასისტია მის ანგარიშზე.

დალასი დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებს.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • ფილადელფია – ორლანდო 109:119
  • მინესოტა – საკრამენტო 111:118
  • ოკლაჰომა – გოლდენ სტეიტი 120:128
  • სან ანტონიო – ვაშინგტონი 106:127
  • ფინიქსი – ტორონტო 114:106
  • პორტლენდი – ატლანტა 129:125