სარჩევი
2023 იან 27, 12:14 შშ
1 წუთის საკითხავი

ლებრონ ჯეიმსი ეცდება აბდულ-ჯაბარს გადაასწროს და ყველაზე მეტი ქულა დააგროვოს ლიგაში, მანამდე კი მის კიდევ ერთ რეკორდს გაუთანაბრდა.

ქარიმის მსგავსად ლებრონიც მეცხრამეტედ მიიღებს მონაწილეობას ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში. ლებრონი დასავლეთ კონფერენციის კაპიტანი იქნება. აღმოსავლეთს კი იანისი უკაპიტნებს.

ცნობილია სასტარტო ხუთეულები.

დასავლეთ კონფერენცია:

  • სტეფ კარი (მეცხრე All Star)
  • ლუკა დონჩიჩი (4)
  • ლებრონ ჯეიმსი (19)
  • ნიკოლა იოკიჩი (5)
  • ზაიონ უილიამსონი (2)

აღმოსავლეთ კონფერენცია:

  • კევინ დურანტი (13)
  • კაირი ირვინგი (8)
  • იანის ანტეტოკუნმპო (7)
  • დონოვან მიჩელი (4)
  • ჯეისონ ტეიტუმი (4)

დანარჩენ მოთამაშეებს შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე, კაპიტნები აირჩევენ. უკვე მეექვსედ გვაქვს კაპიტნების ფორმატი. ლებრონ ჯეიმსი წინა ხუთ შემთხვევაშიც კაპიტანი იყო და ხუთივე შეხვედრა მოგებით დაასრულა. იანისი კი მესამედ იქნება კაპიტანი, – 2019 და 2020 წლის შემდეგ.

ამაყი ვარ, რომ ასეთ ხუთეულში მოვხვდი, შეუძლებელია უფრო ბედნიერი ვიყო“, – თქვა დონოვან მიჩელმა სასტარტო ხუთეულის გამოცხადების შემდეგ.

ყველაზე დიდი ხმაური ჯოელ ემბიდის ხუთეულს მიღმა დარჩენას მოჰყვა. ასე მოხდა, იანისთან, დურანტთან და ტეიტუმთან კონკურენცია ვერ შეძლო.

შეხვედრა 19 თებერვალს არის ჩანიშნული.