ნიკ კირიოსი AO-დან მოეხსნა

კირიოსი

27 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირიოსი მშობლიური დიდი სლემის ტურნირზე ასპარეზობას ვერ შეძლებს.

ტურნირის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე ცნობილი ხდება, რომ კირიოსი მუხლის ტრავმის გამო გათამაშებას ეთიშება.

ამის შესახებ ავსტრალიელმა პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც თავის ფიზიოთერაპევტთან ერთად გამართა.

ნიკის თქმით, მუხლზე დისკომფორტი მას ბოლო ორი კვირის განმავლობაში აწუხებდა. თუმცა, ფიქრობდა, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა.

“ტრავმები სპორტის ნაწილია. ეს ახლა ძალიან ცუდ დროს დაემთხვა. მინდოდა ჩემი თავისთვის იმედი მიმეცა. ეჭვიც არ მეპარება, რომ სრული ძალებით დავბრუნდები”.

“განადგურებული ვარ. ეს მშობლიური სლემია, სადაც ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით უნდა მეთამაშა. ეს საშინელი მომენტია”, – ამბობს კირიოსი.

კირიოსი ინსტაგრამზე იმის ფოტოს აქვეყნებს, რაც ოთხი დღე მუხლში ჰქონდა.
კირიოსი ინსტაგრამზე იმის ფოტოს აქვეყნებს, რაც ოთხი დღე მუხლში ჰქონდა.

პირველ წრეში ნიკის ოპონენტი რომან საფიულინი უნდა ყოფილიყო. ავსტრალიელის ადგილი “ლაქი ლუზერმა” დენის კუდლამ დაიკავა.

კირიოსის მოხსნა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მაყურებელი ვერც წყვილთა თანრიგში მისი და თანასი კოკინაკისის დუეტს ვერ იხილავს.

ნიკმა შარშან ავსტრალიის ღია პირველობას მეორე წრეში გამოეთიშა, სადაც დანილ მედვედევთან ოთხ სეტში დამარცხდა.

კირიოსის ფიოზიოთერაპევტის თქმით, მისი კორტზე დაბრუნება სავარაუდოდ მარტში, ინდიან უელსის მასტერსის დაწყების წინაა მოსალოდნელი.

ცოტა ხნის წინ მან ასევე დააანონსა, რომ დიდი სლემის მოგების შემთხვევაში საჩოგბურთო კარიერას დაასრულებს:

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე