კირიოსი სლემის მოგების შემდეგ წავა

ნიკ კირიოსი.

ავსტრალიელის თქმით, თუ ის ერთ დღეს დიდი სლემის ტიტულის მოპოვებას შეძლებს, საჩოგბურთო კარიერას დაასრულებს.

კონტროვერსიულმა ნიკ კირიოსმა 2022 წელს სადებიუტო სლემის მოგება მოახერხა. თუმცა, ეს წყვილთა თანრიგში, მშობლიურ ავსტრალიაში იყო, თავის დიდი ხნის მეგობარ ტანასი კოკინაკისთან ერთად.

კირიოსი წელს ერთეულებში ტრიუმფსაც ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა. მან უიმბლდონის ფინალში გააღწია, სადაც წინ ნოვაკ ჯოკოვიჩი აღუდგა.

ასევე, წარმატების ძალიან კარგი შანსი ჰქონდა US Open-ზეც, მაგრამ 1/4 ფინალში დასანანი მარცხით დაასრულა კარენ ხაჩანოვთან.

კირიოსის ემოციები ამერიკის ღია პირველობაზე.
კირიოსის ემოციები ამერიკის ღია პირველობაზე.

“ყველაფერი უფრო სტრესული ხდება”

მიუხედავად ამისა, ავსტრალიელის ვარსკვლავი ამ მომენტში ისე კაშკაშებს, როგორც არასდროს. US Open-ზე წაგებით იმედგაცრუებულმა კირიოსმა გულშემატკივრებს აღუთქვა, რომ მომავალ წელს უფრო დიდი მიზნების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

მართალია ნიკი მადლიერია იმ წარმატების, რომელიც მან 2022-ში დაიმსახურა. თუმცა მისთვის ეს ძალიან სტრესული პერიოდი იყო, ამიტომაც დარწმუნებული არაა, რამდენად შესწევს ყველაფრის გამეორებისთვის ძალა.

“იმედი მაქვს ერთ დღეს სლემის მოგებას შევძლებ, რის შემდეგაც უბრალოდ კარიერას დავასრულებ”.

“ამ სეზონში თავდაუზოგავად და დისციპლინირებულად ვიშრომე. რაც უფრო მეტს აღწევ, ხალხი მით უფრო მეტს ითხოვს. ამიტომ ყველაფერი უფრო სტრესული ხდება”.

– ნიკ კირიოსი.

საბოლოო ჯამში ავსტრალიელი თავისი სეზონით კმაყოფილია. როგორც ის ამბობს, კორტზე და კორტს მიღმა თავს კარგად გრძნობდა და დრო სასიამოვნოდ გაატარა.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე