ნაომი ოსაკა ორსულადაა

ნაომი ოსაკა

იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა აქტიური სპორტიდან ხანგრძლივი პაუზის აღების შემდეგ მნიშვნელოვანი ამბით ბრუნდება.

დიდი სლემის ოთხგზის ჩემპიონმა დღეს გულშემატკივარს დიდი ოჯახური სიახლის შესახებ ამცნო: მან სოციალურ ქსელში თავისი შვილის სონოგრამა გამოაქვეყნა, წარწერით:

“მოუთმენლად ველი კორტზე დაბრუნებას, თუმცა 2023 წლისთვის პატარა სიახლე მაქვს”.

ოსაკამ ასევე ინგლისურად და იაპონურად მცირე განმარტება გააკეთა:

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როცა მე სპორტს ჩამოშორებული ვიყავი, ჩემს ცხოვრებაში ახალი სიყვარული გაჩნდა. ამ სიყვარულით სპორტსაც განსხვავებულად ვუყურებ”.

“მესმის, რომ მომავალში წინ ძალიან ბევრი საზრუნავი მელის. ერთ-ერთი, რაც მინდა გავაკეთო, არის ის, რომ ჩემს შვილს ჩემი თამაშები ვაჩვენო და მან თქვას: “ეს დედაჩემია!”

შესაბამისად, ნაომი ოსაკა ოფიციალურად მოეხსნა ავსტრალიის ღია პირველობიდან, რომელიც მას ორჯერ აქვს მოგებული.

ასევე დაამატა, რომ მომავალ წელს ტურნირზე დაბრუნების იმედს იტოვებს.

ოსაკა 2019 წლიდან ხვდება ამერიკელ რეპერს კორდეის. იყო ჭორები, რომ წყვილი გასულ აგვისტოში დაშორდა, რაც სიცრუე აღმოჩნდა.

გრემიზე წარდგენილმა მუსიკოსმა დაადასტურა, რომ ნაომის შვილის მამა სწორედ ის არის.

ნაომი ოსაკა და რეპერი კორდეი.
ნაომი ოსაკა და რეპერი კორდეი.

ქალთა რეიტინგის ყოფილმა პირველმა ნომერმა თავისი ბოლო ოფიციალური შეხვედრა გასული წლის სექტემბერში, ტოკიოში გამართა. გახსნით შეხვედრაში მან დარია სავილს აჯობა, თუმცა ბეატრის ჰადად მაიას ბარიერის გადალახვა ვეღარ შეძლო.

ოსაკას გარდა, არიან ავსტრალიური სლემის კიდევ სხვა ჩემპიონები, რომლებმაც ჩოგბურთისგან პაუზა ოჯახური მიზეზით აიღეს:

ეშ ბარტიმ ასევე სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ ბავშვს ელოდება. 2018 წლის ჩემპიონ კაროლინ ვოზნიაკის მეორე შვილი გასული წლის ოქტომბერში ეყოლა. სერენა უილიამსმა კი ეს ტურნირი ბოლოს 2017-ში მოიგო, სანამ ალექსის ოლიმპია დაიბადებოდა.

შეგახსენებთ, ნაომი ოსაკა რამდენიმე წელია ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი სპორტსმენის სტატუსს ინარჩუნებს:

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე