სარჩევი

რადუკანუ, ოსაკა, სერენა.
2022 დეკ 12, 18:24 შშ
8 წუთის საკითხავი

გამოცემა Forbes-მა 2022 წელს ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქალი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა.

ფაქტია – ქალთა სპორტის სახეობებში ჩოგბურთი კვლავ ყველაზე დიდი პოპულარობითა და ანაზღაურებით სარგებლობს.

ქალი ჩოგბურთელები, სხვა ქალ სპორტსმენებთან შედარებით, მოწინავე პოზიციებზე თვალშისაცემად ჭარბობენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ათეულში წარმოდგენილი სპორტსმენებიდან შვიდია ჩოგბურთელი. Top 7-ში კი მხოლოდ ერთი არაჩოგბურთელია.

ნაომი ოსაკა – 51.1 მილიონი დოლარი

ნაომი ოსაკა
ნაომი ოსაკა.

ზედიზედ მესამე წელია ყველაზე მაღალშემოსავლიანთა სიაში პირველ საფეხურს მყარად ინარჩუნებს ნაომი ოსაკა, რომელიც 2019 წელს მეორეზე გავიდა და მხოლოდ სერენა უილიამსს ჩამორჩა.

იაპონელი ჩოგბურთელის შემოსავალმა წელს 51.1 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც ჩოგბურთიდან გამომუშავებული თანხა მხოლოდ 2.15% იყო.

ამ სეზონში მან მხოლოდ 11 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და ვერცერთი ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო, მაგრამ ამას სპონსორებისგან სოლიდური ანაზღაურების მიღებაში ხელი არ შეუშლია.

ოსაკა აქტიურად თანამშრომლობს Nike-თან, Yonex-თან, Nissin-თან, Citizen-თან და MasterCard-თან.

2022 წელს ნაომი ოსაკა ბიზნეს საქმიანობაშიც ჩაერთო: დააფუძნა ახალი სააგენტო, გამოუშვა წიგნი “როგორ თამაშობენ ჩემპიონები” და ინვესტიცია ჩადო პიკლბოლის გუნდში.

სერენა უილიამსი – 41.3 მილიონი დოლარი

წლევანდელ სეზონში WTA ტურში აქტიური ასპარეზობით არც სერენა უილიამსი გამოირჩეოდა.

თუმცა, რენას მემკვიდრეობა იმდენად დიდია, რომ მან შემოსავლის 99.27%-ის მიღება პრაქტიკულად ჩოგნის ხელში აღების გარეშე შეძლო.

სერენა უილიამსი ფანებს ემშვიდობება.
სერენა უილიამსი ფანებს ემშვიდობება.

ლეგენდარული ამერიკელი თავის გულშემატკივარს მშობლიურ სლემზე ემოციურად დაემშვიდობა.

მომავალი წლიდან სერენას უფრო მეტი საშუალება ექნება დაუთმოს დრო ოჯახს და თავის კომპანიას – Serena Ventures.

ემა რადუკანუ – 18.7 მილიონი დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი US Open-ის ტრიუმფატორმა წელს რეიტინგში სერიოზული ვარდნა განიცადა, ის კვლავ რჩება სპონსორთა ყურადღების ცენტრში.

ემა რადუკანუმ ყველაზე მაღალშემოსავლიან ქალ სპორტსმენებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.

ის მცირედით ჩამორჩა ოლიმპიურ ოქროს მედალოსან მოთხილამურეს, ეილინ გუს.

ემა რადუკანუ ამერიკის ღია პირველობის მოგების შემდეგ.
ემა რადუკანუ ამერიკის ღია პირველობის მოგების შემდეგ.

US Open-ზე ნაჩვენებმა ზღაპრულმა სვლამ ბრიტანელს გზა გაუხსნა ისეთ კომპანიებთან პარტნიორობისკენ, როგორებიც არიან: British Airways, Dior, Evian, Nike, HSBC, Porsche, Tiffany, Vodafone.

სეზონის უტიტილოდ ჩავლა ემას პოპულარობას აშკარად დაეტყო. მაგრამ ის ჯერ კიდევ 20 წლისაა.

როგორც Forbes-ი SportUnited-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რადუკანუს მიერ დარეკლამებულ ბრენდებს მომხმარებელთა მხრიდან ყველაზე დიდი ჩართულობა ჰქონდა.

TOP 102022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი სპორტსმენი

  1. ნაომი ოსაკა – 51.1 მლნ დოლარი ;
  2. სერენა უილიამსი – 41.3 მლნ დოლარი ;
  3. ეილინ გუ – 20.1 მლნ დოლარი ;
  4. ემა რადუკანუ – 18.7 მლნ დოლარი ;
  5. იგა შვიონტეკი – 14.9 მლნ დოლარი ;
  6. ვენუს უილიამსი – 12.1 მლნ დოლარი ;
  7. კოკო გოფი – 11.1 მლნ დოლარი ;
  8. საიმონ ბაილსი – 10 მლნ დოლარი ;
  9. ჯესიკა პეგულა – 7.6 მლნ დოლარი ;
  10. მინჯი ლი – 7.3 მლნ დოლარი.