ATP ფინალები – ჯოკოვიჩი vs რუბლიოვი

2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ოთხშაბათი სათამაშო დღე პალა ალპიტურზე წითელი ჯგუფის მეორე რაუნდის შეხვედრით გაიხსნა, სადაც ერთმანეთს პირველ წრეში მოგებულები – ნოვაკ ჯოკოვიჩი და ანდრეი რუბლიოვი დაუპირისპირდნენ. ამ წყვილში გამარჯვებული, უდიდესი ალბათობით, ნახევარფინალისთვის თავის საგზურს დაჯავშნიდა.

ნოლეს აქამდე რუბლიოვი მხოლოდ ერთხელ, სწორედ შარშანდელ შემაჯამებელზე ჰყავდა დამარცხებული. მეორე შემთხვევაში კი რუსმა ჩოგბურთელმა რევანში აიღო, თანაც ეს ბელგრადის ფინალში მოხდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ იქ გადამწყვეტი სეტი ჯოკოვიჩმა მთლიანად ტრავმით ჩაატარა.

სერბმა, შარშანდელი წლის მსგავსად, შეხვედრა აქაც თავისი სრული დომინაციით წარმართა. ფანტასტიკურად წაუვიდა ჩაწოდება და პირველი ცდით აბსოლუტურად ყველა ქულა მოიგო (17/17). რუბლიოვმა ბოლომდე სცადა ნოვაკის მიერ შემოთავაზებული ტემპისთვის ფეხი აეწყო, თუმცა მეათე გეიმში მაინც გატყდა.

ჯოკოვიჩმა მეორე სეტში ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ, შეხვედრა ორ სეტში, 1 საათსა და 9 წუთში დახურა.

აღსანიშნავია, რომ მატჩს ნოვაკის ოჯახი სრული შემადგენლობით ესწრებოდა, მეუღლესთან ერთად იქვე იყო ორივე შვილი – სტეფანი და ტარა, რაც ჩოგბურთელისთვის დამატებითი მოტივაციის წყაროა.

ჯოკოვიჩმა ჯგუფიდან გასვლა პირველი ადგილით უკვე გაინაღდა, თუმცა მისი თქმით, მესამე შეხვედრაში დანილ მედვედევის წინააღმდეგ ძალების დაზოგვას არ აპირებს.

ღამის თამაშში ერთმანეთს სტეფანოს ციციპასი და დანილ მედვედევი დაუპირისპირდებიან.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე