მსოფლიო რეიტინგის ყოფილი მესამე ნომერი დომინიკ ტიმი ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსასვლელად უაილდქარდს იღებს.
ავსტრიელი ჩოგბურთელი მაჯის მძიმედ დაშავების შემდეგ ტურში სრულფასოვანი დაბრუნებისთვის ბრძოლას კვლავ აგრძელებს.
შარშან ზაფხულს ის რეიტინგში Top 350-ს მიღმა იმყოფებოდა, რის შემდეგაც ATP-ს სამი სხვადასხვა ტურნირის ნახევარფინალში გააღწია. ახალ სეზონს კი 102-ე პოზიციაზე ხვდება.
შესანიშნავი დაბრუნების წყალობით, 2022-ში ტიმი ATP Awards-ზე წლის დაბრუნების კატეგორიაში ერთ-ერთი ნომინირებული იყო.
“სავარჯიშო პროცესი კარგად მიმდინარეობს. მომავალს პოზიტიურად ვუყურებ. ოთხ თვეში თითქმის 300 საფეხურით წავიწიე, ეს ძალიან კარგია. აშკარაა, რომ სწორი მიმართულება მაქვს აღებული. მე კვლავ ვცდილობ სათანადო დონეზე დაბრუნებას”,
– თქვა დომინიკ ტიმმა.
ტიმს აქ არაერთი წარმატება ჰქონია. 2020 წელს მან სწორედ ავსტრალიის ღია პირველობაზე მოახერხა პირველად გასულიყო დიდი სლემის ტურნირის ფინალში.
მაშინ ერთმანეთის მიყოლებით ათეულის სამი წევრი, მათ შორის რაფა ნადალი დაამარცხა. მისი შეჩერება მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეძლო.
2020 წელი ავსტრიელისთვის უდაოდ საუკეთესო იყო. მან მაინც მოახერხა სლემზე პირველი ტრიუმფის მიღწევა: ამერიკის ღია პირველობის ფინალში ალექსანდრ ზვერევთან წაგებული ორი სეტის შემდეგ მან ფინალი ბრწყინვალე ქამბექით მოიგო.
ტიმმა 2022 წელს სულ 42 მატჩის ჩატარება მოასწრო და სეზონი მაინც დადებითი მოგება-წაგებათა ბალანსით დახურა: 23 გამარჯვება და 19 მარცხი. მან დაამარცხა ისეთი სახელები, როგორებიც არიან ჰუბერტ ჰურკაჩი, რობერტო ბაუტისტა აგუტი და გრიგორ დიმიტროვი.
დომინიკი თვლის, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდში პროგრესისა, წელს ავსტრალიურ სლემზე ასპარეზობა მაინც ძალიან დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.
ქალთა ჩოგბურთში 2022 წლის AO-ზე უაილდქარდი ვენუს უილიამსმაც მიიღო. ლეგენდარული ამერიკელი დისგან განსხვავებით ჯერ ჩოგბურთიდან წასვლას არ აპირებს და 42 წლისა ისპარეზებს.