10! ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში მეფობს

ჯოკოვიჩი

2023 წლის სეზონის პირველი დიდი სლემის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა.

ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გამოშვება ნაცნობი კულმინაციით დასრულდა: ფინალურ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა სტეფანოს ციციპასი სამ სეტში დაჯაბნა (6-3, 7-6(4), 7-6(5).

ნოვაკ ჯოკოვიჩის პოსტერი.

შეხვედრის პირველმა სეტმა ნოლეს დომინაციით ჩაიარა. მეორე პარტიაში სტეფანოსმა თავისი შანსები მიიღო. ტაიბრეიკზე ბერძენს სეტპოინტიც ჰქონდა, თუმცა ნოვაკი ამას ჩვეული სიმტკიცით გაუმკლავდა.

მესამე სეტი კვლავ მჭიდრო ვითარებაში წარიმართა. მაგრამ ამჯერად სერბმა ტაიბრეიკზე ლიდერობა არ დათმო.

შედეგად, ჯოკოვიჩი კარიერაში დიდი სლემის 22-ე ტიტულს იგებს, რითაც რაფა ნადალის რეკორდს უთანაბრდება.

ასევე, ეს მისთვის საერთო ჯამში 93-ე მოგებული ტურნირია. მასზე წინ მხოლოდ ივან ლენდლი (94), როჯერ ფედერერი (103) და ჯიმი კონორსი (109) რჩებიან.

გამარჯვების მომენტში ნოვაკი განსაკუთრებული სენტიმენტებით აივსო. ტრიბუნებზე, გუნდის წევრებთან ასულმა, მან ცრემლები ვერ შეიკავა.

ნოვაკ ჯოკოვიჩის საჩემპიონო ქულა და ემოციები.

ჯოკოვიჩის თქმით, ეს მისთვის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებაა:

“ეს ჩემს ცხოვრებაში გამორჩეული დაბრკოლებებით სავსე ტურნირი იყო. ყველა გარემოების გათვალისწინებით, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წარმატებაა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს ასეთი გულთბილი შეხვედრისთვის. სწორედ ამის წყალობით შევძელი ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენება”

– ნოვაკ ჯოკოვიჩი.
ნოვაკ ჯოკოვიჩის საჩემპიონო სიტყვა.

გარდა ამ ყველაფრისა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიო რეიტინგის პირველობა დაიბრუნა. ეს სტატუსი მან შარშანდელი წლის ივლისში დაკარგა.

შესაბამისად, ორშაბათიდან ჯოკოვიჩის პირველ პოზიციაზე ყოფნის 374-ე კვირის ათვლა დაიწყება. ის ამ კომპონენტშიც რეკორდსმენია.

ავსტრალიის ღია პირველობის დაწყების წინ ჩვენ დავსვით კითხვა, თუ ვის შესწევდა ძალა, წინ აღდგომოდა ნოვაკის დომინანტურ სვლას. ორი კვირის განმავლობაში ასეთი ვერავინ მოიძებნა:

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე