სარჩევი
ჰამილტონმა ბრაზილიის მოქალაქეობა მიიღო | Setanta Sports
2022 ნოე 17, 08:53 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

ლუის ჰამილტონი ოფიციალურად გახდა ბრაზილიის საპატიო მოქალაქე, სან პაოლოს გრანპრისთვის მზადების შემდეგ, ცერემონიაზე დამსწრეებს უთხრა, – „ახლა ნამდვილად ვგრძნობ, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ“.

ჰამილტონს მოქალაქეობა დეპუტატთა პალატაში მიიღო, სადაც სამადლობელ სიტყვასთან ერთად, მისი კერპის, აირტონ სენას გავლენაზე ისაუბრა, – მინდა ყველას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს და ეს შესაძლებელი გახადეს, ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და მოქალაქეობის მიღება, ახლა ვგრძნობ, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ“, – ჰამილტონის სიტყვას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ინიციატივა საპატიო მოქალაქეობის შესახებ, მას შემდეგ გამოითქვა, რაც ჰამილტონმა ჩემპიონობა ბრაზილიის დროშით აღნიშნა.

„მინდა დღევანდელი დღე აირტონ სენას ხსოვნას, მის ოჯახს, მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს მივუძღვნა, პირველად, როცა მისი რბოლა ვნახე ხუთი წლის ვიყავი და მაშინ მივხვდი, რომ ამის კეთება მეც მინდოდა, მის მსგავსად მსოფლიო ჩემპიონობა მსურდა“.

„მაშინ პირველად გავიგე ბრაზილიის შესახებ, ამის მერე FIFA-ში ყოველთვის ბრაზილიით ვთამაშობდი, მერე გავიგე რამდენად ღრმმა ბრაზილიელთა სიყვარული და ვნება საკუთარი ქვეყნის მიმართ, ეს შესანიშნავია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ მცირე ხანს კიდევ დავყოფ“.

ამ მოვლენას მერსედესის გუნდის ხელმძღვანელიც გამოეხმაურა, – „იმ ქვეყნის მხრიდან აღიარება, რომელსაც აიტორ სენა ჰყავდა, განსაკუთრებული მიღწევაა, გუნდის თითოეული წევრის სახელით მინდა გითხრა, ლუის, ჩვენ ვამაყობთ შენით, მადლობა იმისათვის რასაც ერთად მივაღწიეთ, წინ კი ახალი გამოწვევებია“.