FIA-მ Red Bull დააჯრიმა

FIA-მ რედ ბული დააჯრიმა | Setanta Sports

FIA-მ Red Bull-ის ფორმულა 1-ის გუნდი დააჯარიმა. 7 მილიონი ევრო და ქარის გვირაბში გატარებული დროის 10%-ით შემცირება – ეს არის სანქციები, რომელიც მოქმედ ჩემპიონს დაეკისრა. მიზეზი დაშვებული ბიუჯეტის გადაჭარბებაა.

კონსტრუქტორმა 2021 კალენდარულ წელს დასაშვებ ფინანსებს 1.86 მილიონი გირვანქით გადააჭარბა. 7-მილიონიანი ჯარიმა მომავალი წლის ბიუჯეტს არ შეეხება, რომელიც კონსტრუქტორთა დავის ლიდერს 135 მილიონი გირვანქის ოდენობით აქვს განსაზღვრული.

„ჩვენ საგრძნობი ფინანსური და სპორტული ჯარიმა მივიღეთ – 7 მილიონი დოლარი დიდი თანხაა. სანქციის კიდევ უფრო დრაკონული ნაწილი მისი სპორტული მხარეა, რომელიც 10%-ით გვიმცირებს შესაძლებლობას – გამოვიყენოთ ქარის გვირაბი და აეროდინამიკული ელემენტები.“

კრისტიან ორნერი

რედ ბულის გუნდის ხელმძღვანელის თქმით, საჯარიმო სანქცია საგრძნობლად შეუშლის ხელს 2023 წლის სეზონისთვის რედ ბულის ბოლიდის მოდიფიკაციას.

2022 სეზონის დასრულებამდე ერთი რბოლით ადრე რედ ბულს ორივე ჩათვლა უკვე მოგებული აქვს. სრული ტრიუმფისთვის კონსტრუქტორს აბუ დაბიში სერხიო პერესის წარმატებული გამოსვლა სჭირდება, რათა პირად ჩათვლაში მექსიკელმა მაქს ფერსტაპენის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავოს.

სეზონის დასკვნითი რბოლის ნახვა მაყურებელს Setanta Sports-ის პირდაპირ ეთერში შეეძლება. შაბათს, 19 ნოემბერს კვალიფიკაცია 18:00 საათიდან, ხოლო აბუ დაბის გრან პრი კვირას, 20 ნოემბერს 17:00 საათიდან.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე