სარჩევი
Ferrari 499P - ფერარიმ ახალი ჰიპერმანქანა წარადგინა | Setanta Sports
2022 ნოე 16, 16:18 შშ
1 წუთის საკითხავი

ფერარიმ სუპერავტომობილი წარადგინა, რომელიც ლე მანში 50 წლიანი პაუზის შემდეგ იასპარეზებს. 499P-ს პრეზენტაცია შაბათს შედგა, ამ მოდელს პირველად მომდევნო წელს ლე მანის რბოლაში ვიხილავთ, შემდეგ კი მსოფლიო გამძლეობის ჩემპიონატზე.

გასულ წელს გამოჩნდა ჰიპერმანქანები, რამაც რამდენიმე მსხვილი მწარმოებლის ყურადღბა მიიქცია, ფერარის თავმჯდომარემ, ჯონ ელკანმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, – „499P-სთან ერთად ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ინოვაციისა და განვითარებისკენ, ვართ ერთგულნი საკუთარი ტრადიციების“.

პეჟო, პორშე, კადილაკი და დანარჩენები შეუერთდებიან ტოიოტას 2023 წლისთვის, გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა დიზაინის მეტი თავისუფლების საშუალება მისცეს, მოდელების უმეტესობა ჰიბრიდული იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სეზონი „ლე მანის“ 100 წლის იუბილეს ემთვევა.

ფერარი 499P კლასიფიცირებული იქნება, როგორც LMH (ლემანის ჰიპერმანქანა), V6 ორმაგი ტურბო ძრავით და 500 კვტ ელექტროძრავით.

„ჩვენ დავბრუნდით, რათა WEC სერიაში სრული გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ, ტრასას ვუყურებთ, როგორც იდეალურ რელიეფს მოწინავე ტექნოლოგიური საზღვრების გადასალახად, რომელიც დროთა განმავლობაში ჩვენს საგზაო მანქანებს გადაეცემათ“,

თქვა ელკანმა.

Ferrari 499P

ფერარი რეგულარულად ასპარეზობს სხვადასხვა გლობალური სპორტული მანქანების სერიაში, მაგრამ ბოლოს სამუშაო გუნდით 50 წლის წინ წარსდგა სერიაში, 70-იან წლებში, როცა რბოლა კინოფილმ „ლე მანში“ აჩვენეს, სტივ მაკქუინის მონაწილეობით.

მსოფლიო გამძლეობის ჩემპიონატის გენერალურმა დირექტორმა, ფრედერიკ ლექუინმა BBC სპორტთან საუბარში განაცხადა, – „გამძლეობის მსოფლიო ჩემპიონატი ასეთი ნათელი მომავალი არასდროს ჰქონია“.

„ახალი რეგულაციები მწარმოებლებს აძლევთ საშუალებას ჰქონდეთ დიზაინის თავისუფლება, შედეგად მივიღეთ ფანტასტკური მანქანები, ფერარი დაბრუნდა და კონკურენციას გაუწევს პეჟოს, პორშეს, კადილაკს, ჩვენ საუკეთესო მწარმოებლები გვყავს მსოფლიოში და ამის გამო ძალიან ბედნიერები ვართ“.

შვიდი რბოლის მსოფლიო გამძლეობის ჩემპიონატის სერიაში ასევე წარადგინეს განახლებადი ბიოსაწვავი, რომელთა 65% განახლებადი წყაროებიდან მოდის.