სარჩევი
ვოლკანოვსკი vs თოფურია - პირველი ქართველი UFC-ის ქამარზე | Setanta Sports
2023 ნოე 07, 13:41 შშ
2 წუთის საკითხავი

ალექსანდრ ვოლკანოვსკი vs ილია თოფურია – ბრძოლა 2024 წლის თებერვლისთვის ჩაინიშნა. ამრიგად, ილია თოფურია გახდება პირველი ქართველი, ვინც UFC-ში ქამრისთვის იბრძოლებს.

მართალია, ვოლკანოვსკის მახაჩევთან მარცხის შემდეგ ბრძოლა იანვარშივე სურდა, თუმცა ავსტრალიელი შანსს თებერვალში მიიღებს. შანსს მიიღებს ილია თოფურიაც, UFC-ის ქართველ მებრძოლს ვოლკანოვსკისთან დაპირისპირება კარგა ხანია სურს.

თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი თავად, დიდი ხანია, ითხოვს დაუმარცხებელ ილია თოფურიასთან ბრძოლას.

თანაც ეს ყველაფერი, ილიასგან მაქს ჰოლოუეის ბარიერის გავლის გარეშე. ვოლკანოვსკის მთავარი, გაცხადებული მოტივაცია ილიას რეკორდში 0-ის გაქრობაა.

ვოლკანოვსკი vs თოფურია – დანა უაითის ანონსი

2024 წლის პირველ მესამედში ქამარზე სამი ჩემპიონი და სამი პრეტენდენტი იბრძოლებს. ამის შესახებ ახლახანს თავად დანა უაითმა განაცხადა.

შონ სტრიკლენდი vs დრიკუს დუ პლესისი.

შონ ო’მალი vs მარლონ ვერა.

ამ გამორჩეული ორთაბრძოლებიდან კონკრეტული თარიღი მხოლოდ სტიკლანდის ბრძოლის შემთხვევაშია ცნობილი. UFC 297, ტორონტოში, 21 იანვარს გაიმართება.

სტრიკლენდის შემთხვევაში საინტერესო ისაა, რომ ყველა მის მომდევნო მეტოქედ ხამზატ ჩიმაევს მოიაზრებდა. თუმცა შანსი მიიღო სამხრეთ აფრიკელმა, რომელსაც ქამარზე სექტემბერში ადესანიასთან უნდა ებრძოლა, თუმცა ტრავმის გამო ბრძოლას გამოაკლდა.

შონ ო’მალისა და ჩიტო ვერას ბრძოლას MMA-ის საზოგადოება მოუთმენლად ელოდა. ჩხუბის ისტორიიდან გამომდინარე გვექნება სიქუელი.

2020-ში ჩიტო ვერამ ომალი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ეს კი ამერიკელი სუპერვარსკვლავის კარიერაში ერთადერთი მარცხია.

შონ ო’მალიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ჩემპიონობის ადრეულ ეტაპზე სურს, ოპონენტები თავად შეარჩიოს. ამიტომ, MMA-ის აქტიური გულშემატკივრებისთვის ნათელია, თუ რატომ არ იბრძვის მასთან მერაბ დვალიშვილი და იბრძვის ჩიტო ვერა.

აქვე, დაუდასტურებელი ინფორმაციით მერაბ დვალიშვილი იანვარში ოლიმპიურ და UFC-ის ორი წონის ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.

ვოლკანოვსკი vs თოფურია – რეკორდი

ილია თოფურია ლოს ანჯელესში, თებერვალში გასამართ ორთაბრძოლას წაუგებელი სერიით ხვდება.

UFC-ის ქართველ მებძოლს MMA-ის რეკორდი 14-0-0-ზე აქვს. ალქსანდრ ვოლკანოვსკის სტატისტიკა კი 26-3-0-ია.

ვოლკანოვსკი vs თოფურია – ლაივი

UFC-ის ყველა დიდი ივენთის მსგავსად, მაყურებელს ვოლკანოვსკი vs თოფურიას ბრძოლის ხილვა setantasports.com-ზე შეეძლება.